One Autumn Cold Day 🍁

121 8 34
                                    

ცივა,  ძალიან ცივა...ასეთი ამინდი კი პირველ სექტემბერს არავის წარმოედგინა.

გარეთ, ქუჩაში, ხალხი თბილათაა ჩაცმული, ნაქსოვი თბილი სვიტრები, რომელკც მათ სხეულს ათბობს, თითქოს ამინდს უფრო კომფორტულს და ლამაზს ხდის.

ნოემბერი ყველაზე ცივი თვეა...

ისე, თითქოს ჯერ კიდევ თბილა, ქუჩაში, ყველასთვის ნაცნობი გოგონა, დილის ლამაზ სიზმრად, ეცხადება ხალხს.

უცნაურად იღიმის, ზემოთ იყურება და ქალაქის მაღალი ცათამბრჯენების მიუხედავად მაინც ულამაზეს ცისფერ ცას უყურებს.

ხშირად არ ხდება, როცა ცივი ამინდისას ცა უღრუბლოდ, კეკლუცივით ეცხადება ხალხს.

გოგონა, რომელიც თხელ, აბრეშუმის კაბაშია გამოწყობილი ბედნიერად უღიმის ცას, რომელიც გრძელკაბიანს შორიდან ეტრფის.

ხალხი ირევა, ზოგი მასთან მიდის, გოგონა კი ღიმილიანი სახით იწყებს მათთან საუბარს.

საუბრები ორ წუთში წყდება, ხალხი მიდის და მომღიმარსაც მალევე ავიწყდება ისინი... შეიძლება არც ავიწყდება, მაგრამ ისინი გოგონაში იმ ინტერესს არ აღძრავენ რასაც დღეს, ცივი სექტემბრის დღეს გოგონა გასათბობად ელის.

"თათა" იძახის ერთი ახალგაზრდა ბიჭი და მასთან მიდის, ხელში კი კამელიების თაიგული უჭერია.

"ვფიქრობ შენს კაბას დღეს ძალიან მოუხდებოდა ისინი" ამბობს თუ არა სწრაფად აწვდის გოგონას, ისიც ღიმილით ართმევს და ყვავილებს სუნავს.

"მადლობა, სანდრო" ჩურჩულებს ნაზად, ერთ ყვავილს თაიგულიდან იღებს და გაწეწილ, შავ თმაში იმაგრებს.

ხუჭუჭა თმები აქვს, გრძელი, თმები ჩქარი ზღვის ტალღებივით გაშლილი და ხშირი.

ზღვას სუნი არ აქვს.

მაგრამ მის თმებს ზღვის სუნი აქვთ.

უცნაურია...

ალბათ ამას შეგვიძლია უბრალოდ სასიამოვნო სურნელი ვუწოდოთ, მისი ერთი ჩესუნთქვაც რომ ადამიანს დამოკიდებულს გახდის.

 What's The Most Beautiful Season?Where stories live. Discover now