***

444 17 18
                                    

მშობლებს ერთმანეთი არ ჰყვარებიათ, თუმცა გრძნობდნენ ძაალიან მცირედს, ბოლო-ბოლო ისინი ხომ იძულებით დააქორწინეს. ქალი ვერ შობა შვილი, ამის გამო ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ღმერთი მათ შეეწია, აჩუქა პატარა ქალიშვილი, პირველი და ალბათ უკანასკნელიც. დედინაცვალი და მამინაცვალი, რომლებმაც 32 წელი ერთად გაატარეს.

მამაკაცი ხანში შესული მაღალი სხეულის პატრონი იყო. ყავისფერთვალება, ცოტა კუზიანი და ჭაღარა თმა ჰქონდა. მიუხედავად იმისა რომ 43 წელზე მეტხანს ეწეოდა და სახეზე კარგად ჰქონდა გომოკვეთილი ნაოჭები, იგი მაინც ინარჩუნებდა თავის ხიბლს. ყოველდღე დაახლოებით სამ კოლოფ სიგარას ეწეოდა და მთელ დარდს მას ატანს. ენა ტკბილი ჰქონდა სხვის ბავშვთან, ცოლ-შვილთან კი..

ქალი დაბალი და სრული იყო. კისრამდე აქვს თმა შეჭრილი და უკან გადავრცხნილი. ასაკში შესულ დედას ფეხები აწუხებს, რის გამოც სიარული უჭირს, თავს ძალას ატანს და იმას აკეთებს რაც დიასახლისის ევალება (მის ნახევარს ასრულებს მაინც). მზრუნველი და ღვთის მოშიშე გახლავთ, და მას მთელი ამ დროის განმავლობაში ის ჰყავდა გვერდით. ღმერთი. ამას თვითონ მეუბნებოდა, მისი მადლიერი იყო რომ, მოთმინება და სახლის სამუშაოს შესრულება შეეძლო. ის ნერვიულიცაა თან ძალიან, ამას დამატებული ფეხების ტკივილი და ასაკიანებებისთვის დამახასიათებელი წნევა! მოთმინება უნდა ჰქონდეს ადამიანს რომ ამ მცირედს და მისთვის დიდ დარტყმას გაუძლოს.

პატარ გოგონა ნამდვილმა დედამ მიატოვა საავადმყოფოში, თვითონ კი წავიდა. ბავშვი ცოლ-ქმარმა აიყვანა და ზრდიდნენ. გოგონა ჩემი ნათლია გახლავთ. არ ვიცი როგორი ბავშვობა ჰქონდა, დღეს უკვე ოჯახი ჰყავს და ბედნიერია.

ხომ გაგიგიათ ბედნიერება ხანმოკლეაო? გუშინდელი საღამო კარგად მახსოვს. დაბადების დღეში ვიყავი და ვერთობოდი, სანამ ნათლიამ არ დამირეკა და არ მითხრა დედამისთან გავსულიყავით მე და დედა. უხეშად გამომივიდა იქიდან სწრაფად წამოსვლა თუმცა სხვა გზა არ მქონდა! იუბილარის სახლიდან გამოვიქეცი, კი მივაძახე კიდევ ერთხელ გილოცავო და ეს მაინც ცუდად გამოვიდა. რაც შემეძლო ფრთხილად და სწრაფად გავრბოდი ჩემი მეორე ოჯახის საცხოვრებელში, გზად თასმა გამეხსნა. ვიკრავდი და ვბურტყუნებდი:

Violence 🚫Where stories live. Discover now