5.

399 34 70
                                    

ღამე ჩემი საყვარელი დღის ნაწილი იყო, სიბნელის დიდი მოყვარული არ ვიყავი მაგრამ ყველაზე უსაფრთხოდ თავს სწორედაც,რომ ღამით ვგრძნობდი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ღამე ჩემი საყვარელი დღის ნაწილი იყო, სიბნელის დიდი მოყვარული არ ვიყავი მაგრამ ყველაზე უსაფრთხოდ თავს სწორედაც,რომ ღამით ვგრძნობდი.

დღე ჭირივით მეზარებოდა,მზე,სხივები და სიცხე.

განა რა ჯობია ვარსკვალებს,მთვარეს,თბილ სიოს და თვით ღამეს?

ბავშვობიდან მეგონა,რომ ღამით ყველა საოცრება და ოცნება ხდებოდა,არ ვიცი ეს პიტერ პენის დამსახურება იყო..ალადინის თუ სხვა რომელიმე მულტფილმის პერსონაჟის.

თავს ყველაზე კომფორტულად აქ,ამ დროს ვგრძნობდი.
თითქოს სიცოცხლით ვივსებოდი,ღამით გამოგონილ სცენარებსაც სულ სხვა ხიბლი და განცდები ჰქონდა.

ვფიქრობ ადამიანებიც ის ვართ რეალობაში რაც ღამე,დღისით კი ათასგვარ ნიღაბს ვირგებთ.

ოცნებებსაც ღამით ვიფიქრებდი,ჩემს ფანტაზიას ფრთებს ვასხამდი და ერთად დავფინავდით.

ეჰ,როგორ მიყვარდა ღამე.

ბნელი,საიდუმლოებით მოცული ღამე.

ვცდილობდი თუ ძალიან არ მინდოდა ისე არ დამეძინა,მენანებოდა ის დრო,სიმშვიდე და სიწყნარე ძილში გასაფლანგად.

არასოდეს მყვარებია ძილი,ვფიქრობ ყველაზე უაზრო რამაა რაც კი გამოუგონებიათ.

წარმოიდგინეთ!შენი ცხოვრების ნახევარს ძილში!ანუ თვალების დახუჭვაში ხარჯავ.არა,არა ,არა ეს ჩემამდე არ მოდის.

მართალია ჩემი ოცნება,ღამით სეირნობა არასოდეს ამხდენია..მაგრამ იმედს არა და არ ვკარგავ.

Three steps above the  sky ||Z.MWhere stories live. Discover now