...

10 1 0
                                    

3 ოქტომბერი

მისი ნაჩუქარი დიდი მაისური და მასზე ჯერ კიდევ შერჩენილი არომატი.
მისი არომატი, რომელიც ძალიან ენატრებოდა პატარა გოგონას, რომელიც რამოდენიმე წელია იმ ერთადერთის დაბრუნებას ელოდება. თვალების ცეცებით ეძებს არეულ აეროდრომზე იმ ერთადერთის თბილ ყავისფერ თვალებს.
ნელ-ნელა ცრემლები ერევა და იმედს კარგავს. ძებნას წყვეტს და გულნატკენი უკან ტრიალდება. თავში ათასი საძაგელი აზრი უტრიალებს. ნუთუ იმ ბიჭმა რომელიც ასე ძალიან უყვარდა, წასვლის წინ დადებული პირობა დაარღვია. არეული ფიქრებიდან მხოლოდ ერთი წინადადება აფხიზლებს.
- აქეთ პრინცესავ.
არ ახსოვს რა სისწრაფით ცნობს ამ ხმას და მისკენ მირბის, მაგრამ მას ვერსად ხედავს. მაიორი უახლოვდება და პატარა ჩანთას უწვდის.
ეს მისი ჩანთაა.....
ცრემლები ხელახლა მიიკვლევენ გზას აწითლებულ ლოყებზე. ყველა თავჩახრილი უყურებს და უკვე იცის რაშიცაა საქმე. ის აღარ არის....
აღარ დაბრუნდება.....
თავზარდაცემული პირდაპირ მდინარისკენ მირბის. ფეხებზე ჰკიდია მისი ულამაზესი კაბა, ათასნაირად რომაა მორთული მხოლოდ მისთვის.






წყალს როგორც კი ხედავს იმწამსვე მშვიდდება. ფეხზე ფრთხილად იხდის და გვერდით ქვაზე ტოვებს, მის ჩანთასთან ერთად.
ლამაზად დაყენებული შავი დალალებიდან ვერცხლისფერ სარჭებს იხსნის და წყალში ერთადერთი სამკაულით ნელ-ნელა მიაბიჯებს.
უკვე მომღიმარი ეგებება მზის ჩასვლას. იცის რომ მალე დაინახავს, მალე მოეხვევა, მალე დაეუფლება იმ შოკოლადივით გემრიელ ბაგეებს და აღარასოდეს გაუშვებს. ფეხები ფსკერს აღარ წვდება. წყალს არ ეწინააღმდეგება სხეული. მისი ქათქათა კანი წყლის საკუთრება ხდება. ბოლო გაფიქრება და ისიც მასზეა. ღიმილი და ბოლო ამოსუნთქვა....








"Untitled"Where stories live. Discover now