ვხატავდი. ვხატავდი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ყველაფერზე, რაც ჩემს ცხოვრებაში ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხდა. რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც კლუბში მედელინის მიერ ძალით წაყვალინს ტელეფონზე ზარი შემომივიდა, რომელმაც მაცნობა, რომ სტაილსების კომპანიაში მთავარ ასისტენტად აყვანილი ვიყავი.
იქიდან მოყოლებული ყოველი წუთი თავიდან გადავხარშე, რომელიც ჰარისთან ერთად მაქვს გატარებული... ყოველი მასთან და მის მეგობრებთან ერთად შექმნილი ახალი, სასიამოვნო მოგონებები...
რას წარმოვიდგენდი, რომ ის მწვანეთვალება 'ზრდილობიანი იდიოტი', რომელმაც ახალ სამსახურში მიმავალი ტალახიანი წყლით გამწუწა, ასე შემომიჩნდებოდა გონებაში. ასე ამიფორიაქებდა სულსა და ფიქრებს. ასეთ გაურკვევლობაში მამყოფებდა.
მაკოცებდა. კედელთან მიმიმწყვევდა. თავის ოჯახს გამაცნობდა. მის მეგობრებთან ერთად დროის გატარების საშუალებას მომცემდა. ჩემს მეგობრებს დაუახლოვდებოდა. იეჭვიანებდა. ჩემზე იეჭვიანებდა და ამას ისევ ასე კედელზე აკრულს, პირში მეტყოდა. მეტყოდა, რომ ჩვენი კოცნები უბრალო ვნებაზე გაცილებით მეტია და ეს ძალიან კარგად იცის.
ღმერთო, რა მოხდება, თუ თავს ვერ გავაკონტროლებ და...
—ჯანდაბა.-ადგილზე ვხტები ტელეფონის ზარის გამო და ფანქარს მაგიდაზე ვდებ.
—გისმენ, ჩეის.-ვპასუხობ.—დაბლა ვარ, ჩამოდი.
—კაი, მოვდივარ.-ვპასუხობ და ვუთიშავ.
დღეს ვისვენებ, ამიტომ როგორც მე და ჩეისი შევთანხმდით, მთელ დღეს ერთად გავატარებთ.
საჭირო ნივთებს ვკრეფ და ჩანთაში ვაწყობ. შემდეგ, კარს ვკეტავ და კიბეებს დაბლა მხიარულად მივუყვები.
—როგორ მომენატრე.-მანქანაში ჩაჯდომისთანავე კისერზე ვხვევ ხელებს.
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fanfiction| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...