თავი 6

891 64 96
                                    

"რამდენი ხანია ასე დგახარ?" ეკითხება ლუი. ჰარი ისევ მის ქვეშაა მოქცეული, ისიც თვალებგაფართოებულია და იმაზე პოციზიაში არიან.

"საკმარისად დიდი ხანი." ამბობს ლოტი. "კარგი, გაერთეთ..მეთვითონ წავალ სკოლაში." ბრუნდება და ოთახს ტოვებს. ლუი საბოლოოდ ფხიზლდება, ფეხზე დგება და დას მისდევს.

"ლოტი." ეძახის და მკლავით იჭერს. "ლოტი, მომისმინე. არ უთხრა..."

"ეს მართლა ჰარი სტაილსი იყო?" სისინებს ლოტი.

"ხო, მაგრამ..."

"შენ ზემოდან ხარ თუ ქვემოდან?"

"ღმერთო, ლოტი. ხმას დაუწიე!" ლოტი თვალებს ატრიალებს, მაგრამ ლუი მკლავზე ხელს უფრო ძლიერად უჭერს. "მისმინე, არავის უთხრა. არც ერთო სიტყვა, კარგი?"

ლოტი თავს ითავისუფლებს.

"ლოტი, გთხოვ!" ლუი უკვე ევედრება. არ იცის რისი გაკეთება მოუწევს, ლოტი ჩუმად თუ არ იქნება. ჯანდაბა, ეს რეალობა ვერ იქნება. მისი და თუ ვერ მოკეტავს, ხალხს ეცოდინება, რომ ჰარისთან წევს.

ლოტი მოჭუტული თვალებით უყურებს. ლუი მზადაა, მუხლებზე დავარდეს.

"ვერ ვიჯერებ, ლუი." ამბობს ლოტი. "ჩვენ სახლში? სანამ მე სახლში ვარ? აქ ეძინა? ღმერთო, ჰარი სტაილსს?!"

"ლოტი!" აჩუმებს ლუი. "ვიცი, მაგრამ არავის უთხრა. გეფიცები, ამას თუ იზამ..." არც კი იცის, რა მოხდება, ლოტიმ ამაზე რომ ილაპარაკოს.

და აშტერდება. ნამდვილად გაბრაზებულია.

"კარგი." ამბობს ბოლოს. ლუი მშვიდდება. "მაგრამ." ლოტი თითს მაღლა სწევს. "10 წუთით დაგიცდი, რომ სკოლაში წამიყვანო და ყველაფერი მომიყვე." ამის შემდეგ კიბეზე ჩადის.

Unbelievers  (ურწმუნონი)Where stories live. Discover now