-უნდა წავიდე.- ვუთხარი ზეინს,რომელიც ახლახან დაბრუნდა შინ.
-სად? ამ დილაუთენია საით გაგიწევია.
-ჰენრისთან, ჩემი ნივთები უნდა ჩავალაგო, სასამართლოს შემდეგ ეგრევე წავალ.
-მაინც არ გადაიფიქრე,ხომ?
-არა.
-მაშინ რაღა გაეწყობა..- თავი დახარა, ისე თითქოს რაღაც ეწყინა.- ხვალისთვის კარგად უნდა მოემზადო..ხომ იცი.
-ცუდია იქ რომ არ იქნები.
-ასეა..მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ მატარებლამდე გაგაცილებ.
-ზეინ..არ მინდა გეწყინოს, მაგრამ მარტო მირჩევნია წასვლა, ვინმე თუ გამაცილებს ძალიან გამიჭირდება განშორება.
-კი,შეგპირდი რომ შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრებიდი, მაგრამ არ შემიძლია ეს.
-ზეინ..
-იცი, რომ გულს არასდროს გატკენ.
-სამაგიეროდ მე ვერ დავუშვებ იმას რომ შენ დარჩე იმედგაცრუებული.- არაფერი უთქვამს, მხოლოდ ერთხელ ჩაისუნთქა ღრმად.
-ძალიან დაღლილი ვარ.- ამოილაპარაკა.
-ძილინებისა,ზეინ.- თავი დამიქნია. როცა საძინებელში შევიდა, იქიდან წამოვედი.ჰენრის სახლში ნახევარ საათში მივედი,ავტობუსიდან ფეხით ხუთი წუთი დამჭირდა მხოლოდ.
როდესაც დავაკაკუნე ლუსინდამ გამიღო,ჩემს დანახვაზე დიდზე გაეღიმა.
-ჩემო ძვირფასო.. როგორ ხარ?- ძლიერად ჩამიკრა გულში.
-კარგად,შენ როგორ ხარ?
-არამიშავს..ჰენრიმ მითხრა მომხდარზე.. ძალიან ვწუხვარ.
-რა გითხრა.
-თქვენ ორის და ჰარის ჩხუბზე..
-მეც ვწუხვარ..
-ახლა რას აპირებ?
-ჩემს ნათესავებთან წავალ იქამდე,სანამ სრულწლოვანი არ გავხდები.
-მანამდე ხომ დიდი დროა, ძვირფასო, იქნებ კიდევ დაფიქრდე,ჰარის ასე ნუ გაიმეტებ,რაც არ უნდა ყოფილიყო, ყველა იმსახურებს შანსს.
-გული ძალიან მტკივა..
-გგონია ის ნაკლებს გრძნობს? შენი სახლიდან წასვლის შემდეგ ნივთები დალეწა,შენი სანათიც გაუტყდა.. მაგრამ იმ ღამეს,ისევ შეაკეთა.- ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და თვალი ავარიდე.
-უნდა ჩავალაგო,დამეხმარები?- ჩემი ნათქვამი არ ესიამოვნა, რის გამოც ფრანგულად რაღაც ამოიოხრა.
- რა თქმა უნდა..- ბოლოს მითხრა და ოთახში შემომყვა.
-ოდესმე აპატიებ?
-ალბათ. დრო გვიჩვენებს ყველაფერს.
-ზეინი.. ახლა მასთან ხარ ხომ?
-მასზეც გითხრეს?
-რა უნდა ეთქვათ?
-ამ.. მასთან რომ ვარ.
-ჰო.. კარგი ბიჭია, მაგრამ..
-მაგრამ ჰარი სჯობს,არა?
-კი..მაპატიე.
-არაუშავს..- ამოვიოხრე.
ჩალაგების შემდეგ ჩემოდანი კართან დავდე,ლუსინდას თხოვნით ცოტახანი დავრჩი, სახლში მის გარდა მაინც არავინ იყო, ამიტომაც მასთან ერთად ვისადილე.
-ძალიან დაღლილი ვარ,წუხელ კარგად არ მეძინა,ახლა კიდევ მოვითენთე.
-დილიდან ბარგსაც ალაგებ,აბა რა იქნება. ცოტახანი დაისვენე, ჰენრი დღეს არ. მოვა სახლში.
-რატომ?
-რაც შენ წახვედი,ისიც იშვიათად მოდის ხოლმე. მეც მთხოვა წავსულიყავი, მაგრამ ვერც სახლს და ვერც მას ასე ვერ დავტოვებდი,უცებ რომ დავჭირდე?
-მარტო ხარ ხოლმე სახლში?
-ჰო.
-არ გეშინია მერე?
-არა,საშიში არაფერია. როდის მიდიხარ ქალაქიდან.
-ზეგ.
-დარჩები დღეს?
-არ ვიცი..- ისეთი მზერით გამომხედა,უარის თქმა ვეღარ გავბედე.-კარგი..დავრჩები ამაღამ.
VOCÊ ESTÁ LENDO
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanficფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.