ჯონგუკის ლამაზ, მიწიერ სახეზე ტკივილი შეუნიღბავი იყო. ის ყოველთვის უმეორებდა საკუთარ თავს, რომ უნდა დალოდებოდა. ყველაფერს თავისი დრო აქვს, დრო და მიზეზი... სიხარულს, სევდას, ლოდინს... არაფერი ხდება უმიზეზოდ, თუმცა ჯონგუკმა მაინც ვერ გაიგო, რატომ უწევდა ლოდინი და რატომ იტანჯებოდა ასე.მისთვის არ ყოფილა მარტივი. ის შეპყრობილი ჰყავდა წარსულს და მისგან თავის დაღწევა დღითიდღე უფრო შეუძლებელი ხდებოდა. მხოლოდ მან, ვისკის ჭიქამ და თეთრად გათენებულმა ღამეებმა იციან სინამდვილეში თუ რა ტრიალებდა მის გულში.
,,დრო ყველაფრის მკურნალიაო,'' ამბობენ, თუმცა ამას ის ადამინები ფიქრობენ, ვინც ცხოვრებაში არ დატანჯულან. ვერც დაივიწყა, ვერც შეეგუა, ვერც მიეჩვია... ვერაფერი მოუხერხა ამ გრძნობას, რომელმაც მოსვენება დააკარგვინა. იმდენად დაიღალა, იმდენად დაიტანჯა, რომ სიცოცხლის დასრულებაზეც კი იყო თანახმა, მაგრამ ეს საშინელი გრძნობა, მაშინაც კი თან ახლდა, როცა უფსკრულის პირას გადასახტომად გამზადებული სიკვდილის ხელს ელოდა, რომელიც სამუდამოდ დაასრულებდა ამ ტანჯვას.
ბიჭი წარსულიდან , ყველგან იყო. მის ყოველდღიურობაში, მის სიზმრებში... ერთი წუთითაც კი არ ტოვებდა მარტო. მიუხედავად ამისა ერთი წამითაც კი არ შეეძლო იმაზე ფიქრი, რომ ოდესმე მას რეალობაში შეხვდებოდა და უფრო მეტიც, თუ ასე ახლოდან შეძლებდა მისთვის ცქერას.
თეჰიონი ფრთხილი ნაბიჯებით მიუყვებოდა დერეფანს და ათვალიერებდა ფოტოებს, რომელიც წლების წინ ჯონგუკმა სხვენიდან ჩამოიტანა და ჩარჩოებში ჩასმული, კედლებზე გააკრა.
- თავი ფილმში მგონია... - წარმოთქვა ჩურჩულით, როცა დერეფნის ბოლოში დაკიდულ ფოტოს მიუახლოვდა, სადაც მათი წინაპრები ერთმანეთს სიყვარულით აღსავსე თვალებით შესცქეროდნენ. - ასეთი რამე, მხოლოდ ფილმში შეიძლება მომხდარიყო. - თეჰიონი ამჯერად ჯონგუკს მიუბრუნდა, რომელიც ფეხდაფეხ დაყვებოდა დიდი ხნის ნანატრ ადამიანს.
BẠN ĐANG ĐỌC
-კლონი-
Fanfiction,,სიზმარი ცხადი მაშინ იყო, როდესაც სწამდა... და განა სადმე უცხოვრია სიზმრების გარდა? "