1

1.2K 106 391
                                    

- ეი, პატარა, დაიკარგე?

ჰიკიმარუ უცნობი ხმის გაგონებაზე კრთება, თავს მაღლა სწევს და წინ მდგარ მამაკაცს უყურებს.

- არა, - ბურტყუნებს ექვსი წლის ჰიკამარუ, თავს ისევ დაბლა ხრის და მზერით სწავლობს თავის სანდლებს.

- აქვე სკოლაა ახლოს, შენ კი აქ ჩამომჯდარხარ, თან მარტო სრულიად, - აწკლაპუნებს ენას მამაკაცი და პირდაპირ მის გვერდით ჯდება ტროტუარზე. - აშკარად დაიკარგე, ნება მომეცი გაგაცილო.

- მამიკო უცნობ ადამიანებთან ლაპარაკს მიშლის, - ბავშვი გვერდით იწევს და ინტერესით ათვალიერებს ალფის თითებზე შავი მელნით გამოყვანილ ტატუს „La Familia".

- ხოდა შენი მამიკო აბსოლუტურად მართალია, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემ ახლა აქ მარტო დაგტოვო...

- ბატონო, მეორე ავტომობილი მოვიდა, შეგვიძლია წავიდეთ, - უახლოვდება უცნობს მეორე მამაკაცი. - უსაფრთხო არაა თქვენი აქ მარტო გაჩერება.

- დამელოდე, ბავშვი მშობლებს უნდა დავუბრუნო ან სკოლამდე მივიყვანო, - დგება ფეხზე უცნობი და ჰიკამარუს ხელს უწვდის. - წავიდეთ, თორემ მერე შენზე ვიდარდებ. საშიშია ასეთი პატარებისთვის მარტო სეირნობა.

- კლასში არ დავბრუნდები! -აბაკუნებს ფეხს ჰიკამარუ. - დამცინიან, ხელსახოცებს მესვრიან. არ წამოვალ.

- კი მაგრამ რატომ იქცევიან ასე? - წარბებს კრავს მამაკაცი.

- ხვალ დაბადების დღე მაქვს და ვთქვი, რომ მამაჩემი მოვიდოდა ჩემს დღესასწაულზე, მაგრამ არ სჯერათ, - ამბობს მობუზული ბავშვი. - მეგონა ახალი წლისთვის მოვიდოდა, ან გაზაფხულის დღესასწაულზე, ყველას ვუთხარი, ის კი არც კი გამოჩენილა. ახლა კიდე ჩემი აღარ სჯერათ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად მოვა და დიდ მანქანას მაჩუქებს! ხომ არ გამოტოვებს ჩემს დაბადების დღეს? - თავს სწევს და იმედით სავსე თვალებით უყურებს უფროს ალფას.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 10, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

La FamiliaWhere stories live. Discover now