2

298 62 17
                                    

- იმპერატორო, მეკობრეები დაესხნენ დედაქალაქს!  

- წაიყვანეთ ჯიმინი და ჯინი უსაფრთხო ადგილას, გამოიძახეთ რაინდები, ახლავე!  მეკობრეები დაიჭირეთ და საპყრობილეში გამოამწყვდიეთ,- ჯუნმა იცის როგორ იფიქროს გონივრულად ყველაზე სახიფათო სიტუაციაშიც კი, ეს მისი, როგორც მმართველის ერთ-ერთი საუკეთესონ უნარია.  

- დედაქალაქი იწვის,- მორბის მეორე მცველი.  

ნამჯუნი ღრიალებს, მან რთული არჩევანი უნდა გააკეთოს: ჩააქროს ცეცხლი, ამით გაუშვას მეკობრეები მთლიანი ხაზინით, ან დაიჭიროს თავხედი მეკობრეები მოპარული ფულით, მაგრამ ამით დედაქალაქი ფერფლის გროვად აქციოს.  

- მეტი ჯარისკაცი წაიყვანეთ, ცეცხლი ჩააქრეთ.  

მმართველი მზერას აბრუნებს იქ, სადაც ჯიმინი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის გაქრა, ჯუნი გაბრაზდა და წუხდა ომეგას გამო.  

პატარა კიმმა, სასახლეში აურზაურით ისარგებლა და ციხიდან გაიქცა, მჭიდროდ ეჭირა კურდღელი, რომელმაც თავისი გრძელი ყურები სხეულზე დააბჯინა.  დედაქალაქი მართლაც სულ ცეცხლშია, ომეგა სანაპიროსკენ გარბის, როცა ხანში შესულ მოხუც ქალს ხედავს.

- ქალბატონო დაგეხმაროთ? - ეკითხება პრინცი ქალს.  

- თქვენო უდიდებულესობავ, აქ არ უნდა იყოთ, აქ სახიფათოა, - კვამლის გამო მისუსტებული ხმით საუბრობს მოხუცი.  

- მაგრამ მე აქ ვერ დაგტოვებთ, - ამბობს ჯიმინი, ყელზე ჩამოკიდებულ შარფს იკეთებს, ვინაობას მალავს, - ბებია, მე მიგიყვანთ უსაფრთხო ადგილას, იჩქარეთ.  

მოხუცი ქალი შეშფოთებული ჩანს, მაგრამ ბიჭთან ერთად მიდის გვერდიგვერდ, სანაპიროსკენ.  ნაპირი მარმარილოსგანაა დამზადებული და ცეცხლი აქ არ მოვა, ჯერ-ჯერობით.  ნავსადგურის გვერდით არის მეკობრეების გემი, ისინი თაღის უკან იმალებიან სანაპიროზე.  

- აქ იყავით, ბებია, - სთხოვს ომეგა.  

ცეცხლმოკიდებული ხის ხრაშუნი, აშინებს ბიჭის მკლავებში მყოფ კურდღელს, რის გამოც ის ხტება და ნავსადგურისკენ გარბის.  ჯიმინი წამის მეასედში პანიკაშია, მაგრამ შინაურ ცხოველს უკან მისდევს.  

The treasure of the pirate☑Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang