28

537 57 10
                                    

ჰოსოკმა ჯონგუკს თვალებში შეხედა, ის განადგურებულად გამოიყურებოდა.

"მას...მას უნდოდა რომ აქ ყოფილიყავი."-დაიჩურჩულა ჰოსოკმა და მასთან ახლოს მივიდა. ჯონგუკმა მსუბუქად მიიხედა უკან და დაინახა როგორ ეფერებოდა თემინი ჯიმინს თმაზე და ჯიმინი როგორ ცახცახებდა მის გულმკერდზე.

ჯონგუკმა დაბლა დაიხედა და ოთახიდან გავიდა.

----------------------------‐--------------------

"შენ კარგად ხარ, საყვარელო?"-ნამჯუნმა ლისას გაუღიმა და მის წინ დაჯდა.

"კი და ჯიმინს რა დაემართა? კარგად არის?"-ლისამ იუნგის და ნამჯუნს შეხედა.

"ის უბრალოდ...ცოტათი გაცივდა."-შეიშმუშნა იუნგი.
ლისა ჭკვიანი გოგონა იყო. მან უბრალოდ თავი დაუქნია, გასაგები იყო მისთვის რომ მათ არ უნდოდათ ამ თემაზე დეტალების თქმა.

ისინი თავიანთ განრიგზე და სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ, როდესაც კარზე ზარი იყო.

ნამჯუნი ადგა და კარები გააღო.

"სად არის?"-თემინი სწრაფად სუნთქავდა.

"თავის ოთახში. რა მოხდა თქვენ ორს შორის? განერვიულებული ჩანს."-დაიჩურჩულა ნამჯუნმა,მაგრამ მისი პანიკა მაინც შესამჩნევი იყო.

"არვიცი."-თემინი ჯიმინის ოთახისკენ გაიქცა. ნამჯუნი კი იუნგის და ლისას დაუბრუნდა.

"ნამჯუნ?"-ჯინმა სამზარეულოდან თავის შეყვარებულს დაუძახა.

"მოვდივარ"

"გამარჯობა ლალისა"-ჯინმა ხელი დაუქნია მას.

"გამარჯობა ოპა" (მეზიზღება ეს სიტყვა)-გაუღიმა ლისამ. ის ჯონგუკს ელოდებოდა.

"შენ დაურეკე თემინს?"-ჯინმა კითხვა ნამჯუნს.

"ხო რათქმაუნდა. ჯიმინი გვეუბნებოდა, რომ მისთვის დაგვერეკა."-თქვა ნამჯუნმა და ჯინმა წარბი აუწია.

"მას სახელი არ უთქვამს, ხო?"-იკითხა ჯინმა.

"არა, მაგრამ ვიფიქრე რომ-"

STRAIGHTWhere stories live. Discover now