36

95 10 8
                                    

დილას იუნგი პირველი დგება და საუზმის კეთებას იწყებს. კვერცხს ტაფაზე ასხავს თან რაღაცას ღიღინებს. ღიღინს რამოდენიმე მოძრაობაც დაამატა და ამ დროს სიცილის ხმა გაიგო, უკან მიტრიალდა და ჯიმინი დაინახა
-დიდიხანია მიყურებ?
-არც ისე, შეგიძლია გააგრძელო
-ძალიან სასაცილოა
-ასეთი მოძრაობები არსად მინახავს

ჯიმინი უკნიდან ეხუტება
-არ გინახავს რადგან განსაკუთრებული და გამორჩეული ვარ
-მართალია
ჯიმინი კისერში კოცნის
-რას აკეთებ
-საუზმეს რომელიც მინდოდა საწოლში მოეტანა
-ჩემთვის აკეთებ
-არამარტო შენთვის მეც მშია

ჯიმინი იცინის და ისევ კოცნის
-მე რაში დაგეხმარო?
-არაფერში, დამელოდე და მალე მოგიტან საჭმელს
-ჯიმინი იქვე ჯდება და იუნგის უყურებს
-ეგრე რომ მაშტერდები ვკომპლექსდები
-.....
-ჯიმინ გაიგე რა გითხარი

ჯიმინი გამოფხიზლდა და იუნგის კითხვისნიშნიანი სახით შეხედა

-რა მითხარი?
-რადა ეგრე რომ მიყურებ ვკომპლექსდები
-კომპლექსიანი ფისო

ჯიმინი იუნგისთან მიდის
-იუნ

ჯიმინი კოცნის
-ჯიმინ საუზმე მზადაა

ჯიმინიც შორდება და მაგიდასთან ჯდება, იუნგი თეფშებს დებს და თვითონაც ჯდება

ჩუმად ჭამდნენ და როცა მორჩნენ ჯიმინმა ჭურჭლის რეცხვა დაიწყო
-იუნგი ჩემი ჩანთა სად არის?
-მე რავიცი
-მგონი ოთახშია. გახსენი და შიგნით პოპკორნი დევს. მოიტანე და გავაკეთებ.
-კარგი

იუნგი ოთახში შევიდა ჯიმინის ჩანთა აიღო და ლოგინზე დადო. გახსნა და პოპრკონის ძებნა დაიწყო მაგრამ მის მაგივრად ძალიან ბევრი წამალი იპოვა პატარა ჩანთაში. აიღო და ოთახიდან გავიდა
-ჯიმინ ეს რა არის?
-რა?
ჯიმინმა სველი ხელები პირსახოცზე გაიწმინდა და იუნგისკენ მიტრიალდა
-ეს რა არის ჯიმინ, ამდენი წამალი რათ გინდა?

ჯიმინი ცოტა დაიბნა
-ყოველი შემთხვევისთვის მიდევს
-შენ ხომ არ სვამ ამათ
-მხოლოდ მაშინ როცა მჭირდება. პოპრკონი ვერ იპოვე?

Love each OtherWhere stories live. Discover now