1/1

97 10 61
                                    

ნიკი-სრულიად ნეხვში ვარ, ვიძირები, ნათელს ვეღარ ვხედავ, აღარ შემიძლია თვეებია უკვე სახლში გამომკეტეს, გარეთ მინდა გასვლა და ხალხის ნახვა, მერე რა თუ უკვე აღარავინ მომწონს?! მერე რა? ჩემს ძმებს უნდათ რაც შეიძლება მალე შევქმნა ოჯახი, არავინ არ მომწონს, ზოგს მხოლოდ ჩემი ფულის გამო უნდა ჩემთან ყოფნა.
მირჩევნია შინაბერა მოვკვდე ვიდრე ვიღაც გოგო მოხლოდ იმიტომ გაჩერდეს ჩემთან, რომ მე ბევრი ფული მაქ, უკვე ყელშია ეს ფული, ვიხრჩობი მინდა, რომ ვინმე ისეთს შევხდე ვინც გამიგებს, მთელი გულით ვეყვარები და არა ფულის გამო, ფულით სიყვარული ვერ ვიყიდე, რამდენჯერ ვეცადე მაგრამ ჩემს ჭეშმარიტ ანგელოზსს ვერ მივაგენი, ვერ მივაგენი გოგოს რომელიც იქნება, კეთილი, თბილი, მოსიყვარული, მთელი გულით ვეყვარები, და არა ისეთი ზოგი როა ფული ანახე და ბებერსაც კი გაყვებიან ცოლად, არ მიყვარს ასეთი გოგოები.-ნიკი იჯდა თავის პატარა ოთახში, პატარა მაგიდასთან და ღმერთმა იცის მერამდენე ფურცელი დაწერა ასეთი, თუ როგორი გოგოები მოსწონდა. სერიოზულად უკვე დაიღალა, აღარ უნდა სახლში ყოფნა, მეორე თვეა გარეთ არ გასულა, ჯუნვონი არ აძლევს ამის უფლებას, გონია, რომ თუ გარეთ გავა ნიკი, კიდევ გაიცნობს ვინმე ისეთ გოგოს, რომელიც მას გულს ატკენს, ნიკის გულის ტკენა კიდევ ძალიან ადვილია, მხოლოდ უთხრას თავისმა საყვარელმა ადამიანმა მხოლოდ ორი სიტყვა "აღარ მიყვარხარ" ნიკი უკვე ამ სამყაროში აღარაა, როდესაც გოგონები ხვდებოდნენ, რომ ნიკი აღარ აპირებდა მეტი ფულის ხარჯვას მათზე, უბრალოდ ადგნენ ერთი პატარა წერილები დაწერეს და წავიდნენ, ნიკი კი დატოვეს ასე უსიყვარულოდ, მას ეს ყელში ამოუვიდა და გადაწყვიტა, რომ ცოტახნით აღარ ყოფილიყო ურთიერთობაში, ამიტომაც ჯუნვონმა იგი სახლში გამოკეტა, ნიკის აღარ შეეძლო მეტი, თავისი დღიური დახურა და ქვემოთ ჩავიდა, სახლში არავინ არ იყო საღამომდეც არ მოვიდოდნენ შეეძლო გარეთ გაპარულიყო, გარეთ მშვენიერი ამინდი იდგა, შემოდგომის ერთი მშვენიერი დილა, აი ისეთი, რომ მოგინდება გარეთ გასვლა და გამხმარ ფოთლებზე უმოწყალოდ ფეხის დაბიჯება, მისთვის საყვარელი სეზონი იყო შემოდგომა, მთელი დღე დასეირნობდა ქუჩებში დაუღალავად, ნიკიმ სასწრაფოდ აიღო ლამაზი ყავისფერი პალტო რომელიც მის მხრებს და ტანს არაჩვეულებრივად აჩენდა, ქუდი დაიხურა, პატარა საფულე ჯიბეში ჩაიდო მეორე ჯიბეში კი ტელეფონი და გავიდა გარეთ, კარები, რომ ჩაკეტა გასაღები ხალიჩის ქვეშ დადო და გზას გაუდგა, ნაწვიმარ ქუჩაზე ნელა დადიოდა და ათვალიერებდა გარემოს, პარკში შეიარა, დიდი ხანი უყურებდა საყვარელ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდნენ და ნატრობდა, რომ ასე ყოფილიყო, როცა პარკში წყვილების ყურებით გული იჯერა საყვარელ კაფეს შეუარა, სადაც მისთვის საყვარელ ნამცხვრებს აკეთებდნენ.
ნიკი-მოგესალმებით ჰანა დეიდა-თავდახრით მიესალმა გამყიდველს და ერთ პატარა მაგიდასთან დაჯდა, ნიკის უყვარდა ამ ადგილას ჯდომა ქუჩა ლამაზად ჩანდა, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად ერთი ნაჭერი შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთა და ჟოლოს ჩაი, რამოდენიმე წუთში შეკვეთა მზად იყო, ნიკიმაც მადლობა გადაუხადა მიმტანს და თავის ნამცხვარს დახედა, სულ ერთი წამით განა ბევრით? სულ ერთი წამით ინატრა მასთან ერთად მისი ოცნების გოგოც მჯდარიყო მის წინ და ერთად მიერთვათ შოკოლადის ნამცხვარი, მძიმედ ამოიხვნეშა და ჭამა დაიწყო, რამოდენიმე წუთში როდესაც ნიკი აპირებდა მისი ცხელი ჩაის ჭიქა ხელში აეღო და დაელია კარის ხმა გაიგო, ინსტიქტურად მიიხედა კარებისაკენ და დაინახა ანგელოზი, გოგონა რომელსაც თეთრი ლამაზი კაბა ეცვა, საყვარელი ქუდი, ჯინსის ჟაკეტი და ტყავის პატარა ჩანთა ქონდა, ნიკი აკვირდებოდა გოგონას და თითქოს იპოვა ის ვისაც აქამდე ეძებდა, გოგონამ ერთი პატარა მარწყვის ტორტი შეუკვეთა, აი იმხელა ორ ადამიანს, რომ ეყოფოდათ.
რატომღაც კაფე დაცარიელდა და ახლა ნიკის და ამ ანგელოზის გარდა კაფეში არავინ არ იყო, გოგონა ნიკის წინ მაგიდაზე დაჯდა ტორტით ხელში, ნიკი თვალებს ვერ აცილებდა, ცხოვრებაში პირველად ენახა ასეთი ანგელოზი, მისთვის უცხო იყო ასეთი სილამაზე, უმშვენიერესი არსება რომელიც მას ჯერ მის ცხოვრებაში არ ენახა, უნდა ვაღიარო ის ისეთი ლამაზი იყო, რომ თვალს ნიკი კი არა ვერც მე მომაშორებდი.
გოგონა იჯდა თავჩაღუნული ტორტის წინ, პატარა სანთლები ამოეტანა ჩანთიდან და ტორტში არჭობდა, ძალიან მოწყენილი ჩანდა იმისდა მიუხედავად, რომ დღეს მისი დაბადების დღე იყო.
მშობლებს აღარ ეკონტაქტებოდა რადგან სახლიდან წამოვიდა, სულ რაღაცაზე ეჩხუბებოდნენ, არც მეგობრები გააჩნდა და არც ნათესავები, პატარა ბინაში ცხოვრობდა, პატარა ოთახით, ნაქირავები იყო, თავს თვითონ ირჩენდა მაღაზიაში მუშაობდა მოლარედ.
გოგონამ თავი წამოყო და არემარე დაათვალერა, შენიშნა პატარა ბიჭი რომელიც მას თვალს არ აცილებდა, ნაზად გაუღიმა და კითხა შეეძლო თუ არა მასთან მისვლა, რათქმაუნდა ბიჭიც იმწამსვე დასთანხმდა და მის მაგიდასთან მივიდა.
-გამარჯობა!-თავაზიანად უთხრა გოგონამ ბიჭს-შეგიძლიათ აქ დაჯდეთ?-კითხა სევდიანად რაზეც ბიჭი დასთახმდა მას-მე მარია ვარ თქვენ?-ხელის ჩამოსართმევად გაიწია.
ნიკი-მე ნიკი!-ხელი ჩამოართვა მარიას, საბოლოოდ დარწმუნდა ნიკი იმაში, რომ ეს გოგო სრული ანგელოზი იყო, ძალიან ნაზი და ლამაზი ხელი ჰქონდა.
მარია-შეგიძლია, ჩემს გვერდით იყო თუ დაც ერთი საათი?
ნიკი-კი..კი რათქმაუნდა-დაბნეულად გაეღიმა ბიჭს და გოგონას შეხედა რომელსაც გაუხარდა.
მარია-ძალიან დიდი მადლობაა ნიიკ-ძალიან გახარებული იყო მარია, წელს მაინც არ გაატარებდა დაბადების დღეს მარტო-დღეს ჩემი დაბადების დღეა, მინდა, რომ წელს მაინც არ გავატარო დაბადების დღე მარტო, კაფეში ჩვენ ორნი ვართ მხოლოდ, შენც მარტო იჯექი და მეც, იმედია წინააღმდეგი არ ხარ რომ დაგიძახე.
ნიკი-არა არა რას ამბობ პირიქით გამიხარდა-ბედნიერმა თქვა და გოგონას გაიღიმა-აბა მარია რამდენი წლის გახდი?
მარი-21 წლის ვარ, შენ?
ნიკი-მე 22-ის, მიდი სანთლები ჩააქრე, მაგრამ მოიცა ჯერ სურვილი ჩაიფიქრე! -მარიამ სურვილი ჩაიფიქრა და სანთელიც ჩააქრო, ნიკი გახარებული უკრავდა ტაშს და ულოცავდა მარიას დაბადების დღეს.
ნიკი-გილოცავ მარიააა!!! ბოდიში, რომ საჩუქარი არ მაქ, სერიოზულად არ ვიცოდი ასეთი რამე თუ დამემართებოდა, მაპატიე.
მარია-არაუშავს ნიკ შენ ჩემსთვის საჩუქარი ხარ! ძალიან ძალიან მინდოდა დაბადების დღე ვინმესთან ერთად აღმენიშნა, მაგრამ ასეთ სიმპათიურ ბიჭთან? ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მადლობა ღმერთო!
ნიკი-აბა მომიყევი შენზე რამე, თან დროც გავა.
მარია-ჩემზე რა მოგიყვე, საშინელი ცხოვრება მაქ, 17 წლის ვიყავი სახლიდან რომ წამოვედი, 4 წელია მშობლებს არ დავლაპარაკებივარ, დღემდე ჩემით ვირჩენ თავს, პატარა მაღაზიაში ვმუშაობ, მეგობრები მე არ მყავს და ნათესავები, ამიტომაც არ მყავს შეყვარებული, არავის არ უნდა ჩემისთანა გოგოსთან ურთიერთობა, არადა არაფერს არ ვაშავებ, მშვიდად ვმუშაობ, ბიჭებთან მე არ დავდივარ, მე არ ვეწევი, არ ვსამ, ზოგი ბიჭისთვის მე მიუღებელი ვარ, ნეტაი მაგათმა რა იციან რას ნიშნავს როგორი უნდა იყოს ნამდვილი წესიერი გოგო და როგორი უნდა იყოს ნადვილი სიყვარული?! აბა შენზე მომიყევი რამე-უთხრა მარიამ და მოსასმენად მოემზადა.
ნიკი-შენ ჩემთან შედარებით ოქროს ცხოვრება გქონია, ვინმე მაინც არ გტკენს გულს და მე? ვერ ვიპოვე გოგო რომელსაც ძალიან ვეყვარები, ყველა გოგო ვისთანაც ურთიერთობა მქონია, მხოლოდ ფულის გამო იყვნენ ჩემთან, ყველას ფული აკერია პირზე, დავიღალე აღარ მინდა უკვე მილიონერი, რომ ვარ. ყველაფერი ვიყიდე ფულით, ვილა, მანქანა, რესტორანი, სასტუმრო, კაფე, ოფისი, კომპანია, მაგრამ ნამდვილი სიყვარული ვერ ვიყიდე.
მარია-სულელი გოგონები, შენნაირ ბიჭთან ჯერ მხოლოდ სილამაზის და აღნაგობის გამო ღირს საქმის დაჭერა, სიმაღლე შენ არ გაკლია, სილამაზე ღმერთმა გარგუნა, ფული არა ისა კიდე, ახლა რომ მითხრა მომწონხარო, და ჯიბე გაღლეტილი რო იყო მაინც გეტყოდი, რომ მეც მომწონხარ, რადგან სერიოზულად კარგი ადამიანი ჩანხარ, ზოგმა გოგომ რა იცის რა არის ნამდვილი სიყვარული? ყველა ამბობს, რომ იციან, მაგრამ არაა, მათთვის მთავარი ფულია, თუ ფულია მაშინ სიყვარულიც ყოფილა, ძალიან სასაცილოა, რატომ უნდა შემიყვარდეს ვინმე მხოლოდ ფულის გამო? თუ იმ ადამიანმა გამამწარა არც ეგეთი ფული მინდა, არც სახლი და არც ცხოვრება, სიყვარული წესიერი მაშინაა როდესაც როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, წესიერი შეხედულობის, ცუდი შეხედულობის, კარგად ჩაცმული თუ ცუდად ჩაცმული, როდესაც შენ მიიღებ იმ ადამიანს როგორიც არის და არ გამოიყენებ, მთელი გულით გეყვარება ესაა ნამდვილი სიყვარული, აბა მე ჩემი ქმრის ფულით ვცხოვრონდე და ჩემი ქმარი სხვასთან მღალატობდეს რადგან ჩემგან სიყვარულს ვერ იღებს? მასე მივალ და პირდაპირ ფულზე გავხთხივდები, ესაა დღევანდელი გოგოების პრობლემაა, ფული ფული ფული სულ ფული აკერიათ პირზე, არ აქვს მნიშვნელობა ჩემს შეყვარებულს რამდენი ბინა ექნება რამდენი ფული მე ისეთ მივიღებ როგორიცაა და შევიყვარებ, თუ გამაბედნიერებს მე მისთვის თავსაც გავწირავ-ნიკი იჯდა და უსმენდა მარიას სიტყვებს და მიხვდა, რომ გოგო რომელსაც ასე დიდი ხანი ეძებდა წინ უზის, არ უნდა მისი ხელიდან გაშვება, უნდა მთელი ცხოვრება გვერდით ყავდეს და დაიცვას, მისით მოიხიბლა.
ნიკი-ვფიქრობ კარგი მეგობრები ვიქნებით-თქვა ნიკიმ და საათს დახედა, უკვე ხუთის ნახევარია რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარ საათში ჯუნვონი სახლში იქნება თუ ჯერ კიდევ არ არის მისული, როცა ნიკის ვერ ნახავს გაბრაზდება, ძალიან გაბრაზდება-მარია ვფიქრობ უნდა წავიდეთ, მალე დაბნელდება-უთხრა მომღიმარ მარიას ნიკიმ, მარიამაც მშვიდად დაუქნია თავი და ერთად გავიდნენ კაფედან, სადღაც 20 წუთი მაინც იარეს მარიას სახლამდე, გზად წვიმამ მოუსწრო, მაღაზიაში შეირბინეს, ერთი ქოლგის მეტი არ იყო, ამიტომაც რადგან მარიამ ნიკი ტორტზე დაპატიჟა ნიკიმ მარიას არ გადაახდევინა ქოლგის საფასური, წვიმაში ორივე სწრაფად მირბოდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ სახლში, პირველი რათქმაუნდა მარია მივიდა სახლში, არცთუ ისე შორე ყოფილა მარიას სახლი, მან ნიკის მადლობა გადაუხადა ჩაეხუტა და სახლში შესვლას აპირებდა როდესაც შემოტრიალდა და ნიკის კითხა...
მარია-ნიკი შეიძლება ნომრები გავცვალოთ?-ბიჭი არ ელოდა გოგოს ასეთ საქციელს, რათქმაუნდა გაუხარდა მასაც ეს უნდოდა, სასწრაფოდ გამოართვა მარიას ტელეფონი და თავისი ნომერი ჩაუწერა, შემდეგ კი დაელოდა როდის შევიდოდა გოგონა სახლში, ახლა ნიკი იმაზე ნერვიულობდა თუ ჯუნვონი სახლში დახვდებოდა რას უპასუხებდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ დიდად არ აღელვებდა, რადგან იპოვა გოგო რომელსაც ასე დიდი ხანი ეძებდა, 10 წუთში ნიკი სახლში შევიდა მთლიანად სველი, მისაღებში კი ჯუნვონი დახვდა.
ჯუნვონი-სად იყავი?-გავრაზებულმა კითხა.
ნიკი-ძმაო მე ის ვიპოვე-გახარებულმა მიუგო უფროს ძმას, რაზეც უფროსი ძმა გაკვირვებული იყო.
ჯუნვონი-ვინ იპოვე?
ნიკი-გოგო რომელმაც იცის, რომ სიყვარული ფულით არ უნდა განისაზღვრებოდეს, შემიყვარდა, სერიოზულად შემიყვარდა-აღფრთოვანებული ეუბნებიდა ნიკი თავის ჰიონს, ჯუნვონი კი გაკვირვებული უსმენდა.
ჯუნვონი-კი მაგრამ მე შენ არ აგიკრძალე გარეთ გასვლა?-მკაცრად და ბრაზით კითხა რაზეთ ნიკის სახის დამანჭვა მოჰყვა.
ნიკი-კარგი რაა ჰიოონ, არ გეყოფა? დავიღალე უკვე 2 თვეა სახლში ვარ, ხო შეიძლება გარეთ გავიდე?
ჯუნვონი-გული რო ვინმემ გატკინოს კვლავ?
ნიკი-იმით უფრო მტკენ გულს, რომ სახლში გყავარ გამოკეტილი.
ჯუნვონი-კარგი შენი ნებაა, მაგრამ იცოდე თუ კიდე გატკენენ გულს, გოგოებისკენ გახედვის უფლებასაც არ მოგცემ გასაგებია?
ნიკი-გასაგებია ჰიონ, ახლა წავალ მარიას მივწერ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 19, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩემი ანგელოზი/my angelWhere stories live. Discover now