სიყვარული, გრძნობა, რომელიც ყველაზე გიჟური საქციელების ჩადენისკენ გვიბიძგებს.
-ამ აზრის გასაცნობიერებლად ჯიმინს დიდი დრო დასჭირდა, ხოლო ამ ფრაზის შინაარსს, არც მეტი, არც ნაკლები ჰარი სთაილსის კონცერტზე ჩაწვდა. არა, ეს ყველაფერი თითქოსდა ეუცნაურება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება თექუქების საოცარი ტანდემი მას ყოველ ჯერზე უფრო მეტად აოცებს, ჯიმინს რაღაც წილად შურს კიდევაც მათი, არა, ის არაა ბოროტი, მას უბრალოდ ეგრეთ წოდებული თეთრი შურით შურს უმცროსების, რადგან მას არაფერი მსგავსი არ აქვს თავის ბოიფრენდებთან. სიტყვა, რომ არ გაგვექცეს ყველაფერი დაიწყო ასე:
ლოს ანჯელესი, აშშ.
ბანთანის შვიდივე წევრი ამჟამად ამერიკაში იმყოფება, ახალ პროექტზე და პრომოუშენზე სამუშაოდ, ყველას თავისი საქმე აქვს, ბიჭები სასტუმროს ნომრებში აქეთ- იქით დაფაციფუცობენ დაერთი სიტყვით ცხოვრება დუღს!
-ჯონგუუუკ!-გაჰკივის ბოლო ხმაზე ოთახში შემოსული ჯიმინი და ამით არა მხოლოდ მაკნეს ყრადღებას იზიდავს, მას გაოცებული ჰოსოკი და თეჰიონიც უყურებენ მომლოდინე მზერით.
-გისმენთ ჯიმინაა- ამბობს ჰოსოკი- რა გაყვირებს? იუნგი-ჰიონის გაღვიძება გინდა მეზობელ ოთახში?-იცინის ის.
-მოკლედ, არ მაინტერესებს ჰარი სთაილსის კონცერტზე მივდივართ, ჰიონებიც უნდა წამოსულიყვნენ, მაგრამ მითხრეს, რომ არ ეცლებოდათ, რაღაც საქმეები ჰქონდათ მოსაგვარებელი.
სახეზე ყველას გაოცება ეტყობა.
-მე და თეჰიონი-ჰიონი ისედაც ვაპირებდით წამოსვლას-ამბობს მაკნე და თეჰიონს უყურებს-არა,ჰიონ?
-რა თქმა უნდა, გუკი, ჰარის სიმღერაზე ქავერიც კი ჩაწერე და იმდენი მისი სიმღერა იცი ხანდახან მგონია, რომ ჩემზე მეტად ის გიყვარს-იბღვირება უფროსი.
YOU ARE READING
I'm falling💫
Fanfictionთეჰიონი და ჯონგუკი ჰარი სთაილსის კონცერტზე. ცოტა ალკოჰოლი, ბევრი ემოცია და დიდი ვნება,რომელიც ამ ორს აკავშირებს ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩა,მაგრამ არა ჯიმინისთვის......