~ Waiting For You ~

305 23 11
                                    

 ამბობენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო, მაგრამ განსაკუთრებული ხიბლით შემოდგომა გამოირჩევა. ირგვლივ ყველაფერი ყვითელია, ფოთოლშემოცლილი ხეები ქარს ნებას რთავენ აქეთ-იქით თავის ნებაზე არხიონ. მინდვრები ჭადრის ხის ფოთლებით მორთულიყო და ბუნებაში ჩამალული ტბა, მზის სხივებს ეთამაშებოდა, მომხიბვლელად ირეკლავდა მათ, თვალს მოგჭრიდათ. ტბის ნაპირას ვიჯექი, მოგრძო სკამზე ზურგით მიყრდნობილი, ტბისა და მზის სხივების თამაშს თვალს ვადევნებდი. ყოველთვის, როცა ვგრძნობდი, რომ საკმარისად გადავიღალე თითქმის ყოველდღიური შეხვედრებით იმ ხალხთან, რომლთა უმეტეს ნაწილს არც კი ვიცნობდი, აქ მოვდივარ და სულიერად ვმშვიდდები, გონებას ვასვენებ და საერთოდ აღარ მაქვს სურვილი, ვიფიქრო იმ უაზრო შეხვედრებზე, რომელებზეც მამაჩემი იძულებით მატარებს.

 რთულია იყო გავლენიანი ოჯახის შვილი, რთულია ყოველივე იმაზე გამკვლავება, რასაც ჩემი ოჯახური ბიზნესი მოითხოვს. მამაჩემი, ჯონ დონი სამხრეთ კორეის საუკეთესო ღვინის მწარმოებელია. ჩვენი ღვინო შირად უწევს ჯონკურენციას მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს. ექსპორტი არ წყდება, კვირაში დაახლოებით სამი დიდი ტრაილერით გააქვთ ქვეყნიდან ღვინო და ჩვენი მომხმარებელთა რიცხვიც არასდროსაა უკმაყოფილო.  

მამა ცდილობს ყოველი დეტალი შემასწავლოს ამ საქმის, ერთადერთი მემკვიდრე ვყავარ, ფაქტია საბოლოოდ მაინც მე მომიწევს ბიზნესის მართვა. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, ან არ მინდა, უბრალოდ მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იგივე. დილით გაღვიძება, მამასთან ოფისში მისვლა და იქ სხვადახვა სახის თათბირებზე დასწრება. ამ ყველაფერთან ერთად მამის შემოძახილები ყოველ წამს: " ჯონგუკს, ეს კარგად დაიმახსოვრე. ჯონგუკ, ეს ყველაზე საყურადღებოა. კონგყკ, არავის ენდო ბიზნესში ბოლომდე. " და კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია. საბოლოოდ დღე ჩემი გამორეცხილი ტვინიტ და საშინელი დაღლილობით სრულდება. მიკვის, ჯერ არ ვარ ბიზნესის სათავეში და ასე მარტივად ვიღლები. ღმერთო, არც კი მინდა მამაჩემის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა.

~ AND WE MET, AGAIN! ~Where stories live. Discover now