მეორე ღამეა ჯიმინს კოშმარები აწუხებს, რის გამოც ომეგა გვიან ღამით დგება საწოლიდან და მიემართება წყნარ, საყვარელ ადგილას, სათბურისკენ.
სათბურში, პრინცისა და სასახლის მებაღეების გარდა, არავინაა, სათბური ერთადერთი ადგილია, სადაც კიმს თავის ფიქრებთან მარტო დარჩენა და მათი მოწესრიგება შეუძლება.
ჯინი წუხს შვილის გამო, რადგან მას არ სძინავს ნორმანულად, უფროსმა ომეგამ არ იცის როგორ დაეხმაროს შვილს, ქორწილის გაუქმება შეუძლებელია, რადგან ის უკვე ხვალაა. ქურთუკში დაკერებული ქვებით თეთრი კოსტიუმი უკვე საკიდზეა ჩამოკიდებული და მასპინძელს ელოდება.
ყვავილებითა და პეპლებით სავსე სათბურში გამგზავრებამდე, ჯიმინი სევდითა და გარკვეული სიბრაზით უყურებს კოსტიუმს. უფლისწული მოწყენილობისგან დადის ციხესიმაგრეში, რათა დრო დილამდე როგორმე გაიყვანოს და მცველებმა სათბურში იპოვონ.
დერეფანში ჯიმინის ჩექმების ნაზი შრიალი ისმის, მაგრამ მახვილ ყურს რამდენიმე ხმა მოესმა, რომლებიც გრძელ დერეფანში, ერთ-ერთ კარს მიღმა რაღაცას სასტიკად განიხილავდნენ. ომეგა დაჯილდოვებულია ცნობისმოყვარე ბუნებით, რაც აიძულებს მას ჩუმი ნაბიჯით მიიპაროს კართან, ყური მუხის კარს მიაყრდნოს. ჯიმინი ყურადღებით უსმენს სიტყვებს. მიხვდა რომ ეს მმართველი და მისი მომავალი ქმარია.
- როგორც მივხვდი, კონტრაქტი ყალბი იყო, უჰ.- ამბობს სილგი.
- ჭკვიანი ბიჭი. ნამჯუნი ძალიან ახალგაზრდაა მთელი იმპერიის სამართავად და დროა ეს გამოსწორდეს. მე გავხდები მთელი ქვეყნის ჭეშმარიტი მონარქი, მაგრამ, ამისათვის უნდა დავაყენოთ სამხრეთ იმპერია მუხლებზე... - არ ჰქონდა დრო დასასრულებლად, რადგან გაჩუმდნენ, როდესაც კარის ჭრაჭუნი გაიგეს.
ჯიმინი პირზე ხელს იფარებს, თვალებგაფართოებული მირბის დერეფანში. გული თითქოს საერთოდ არ სცემს და თავი ახლახანს მოსმენილი ინფორმაციისგან ზუზუნს იწყებს. მაშ ეს ყველაფერი ყალბია? ჯიმინს არ სურს ამის დაჯერება, მაგრამ მაინც გარბის სათბურისკენ, რათა დამშვიდდეს და გამოსავალი ნახოს ამ სიტუაციიდან.
KAMU SEDANG MEMBACA
The treasure of the pirate☑
Fiksi Penggemar"კიმ ნამჯუნი დიდებული, ბრძენი მართველია, სამხრეთ იმპერიის. იმპერია ყვავილდებოდა, მას გაუჩნდა შვილი-ომეგა, რომელიც მთელი გულით უყვარდა. ბიჭი იზრდებოდა, როგორც მისი სიყვარული გამოუცნობი ოკეანის მიმართ. ნამჯუნი ყველაფრით ცდილობდა, რომ მას დაევიწყებია ე...