→ელისაბეტის თვალთახედვით←
დილით ადრიანად გამეღვიძა,წამით დავფიქრდი გუშინდელ საღამოზე და მივხვდი,რანდენად კარგი იყო..თუმცა შემდეგ ისიც გავიაზრე,ინტერვიუს დასაგეგმად, ჩასაწერად და დასამონტაჟებლად მხოლოდ ერთი დღე მაქვს დარჩენილი. სწრაფად წამოვდექი და გავემზადე.
ქვემოთ ჩასულს ჰარი დამხვდა,უკვე ჩაცმული იყო და სარკეში თმას ისწორებდა.
-დილამშვიდობის.- მომესალმა მხიარულად.
-დილამშვიდობის. ინტერვიუს როდის ჩავიწერთ?
-ჩემთან ოფისში,სამზე ან ოთხზე მოდი.
-ეგრე გვიან?- გავრაზებულმა წამოვიყვირე, რაზეც ჩემკენ მობრუნდა.- ჰარი, ისედაც ერთი დღე მაქვს ყველაფრის გასაკეთებლად,მეხუმრები?- წარბ აწეული წამოვიდა ჩემკენ,რაზეც ჰაერში აწეული ხელი ქვემოთ დავუშვი.
-მოასწრებ.
-რას..რას მოვასწრებ,კითხვების შედგენას,ინტერვიუს დამონტაჟებას თუ რას?- ხელები მხრებზე მომკიდა და ოდნავ მომიჭირა.
-კითხვები მე შევადგინე,შენ აღარ იწვალებ.- მშვიდად მითხრა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-რა?
-ჰო,ის კითხვები დავწერე,რაზეც პასუხს გაგცემ, ორივე მოგებული დავრჩებით.
-ჰარი..-მოულოდნელად წელზე შემომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა, მოულოდნელობისგან ჩუმად წამოვიკივლე.
-მენდობი?- დაბნეულმა დავახამხამე თვალები, მხოლოდ თავი დავუქნიე დაუფიქრებლად.
-კარგია.- ახლოს მოიწია,მისმა სიახლოვემ უცნაური შეგრძნება მომგვარა, ნელ-ნელა რომ იხრებოდა ინსტიქტურად თვალები მეხუჭებოდა. ტუჩები ნაზად შემხო შუბლზე,რაზეც აცახცახებული ბაგეებიდან ჰაერი ამოვუშვი.
-სამზე ჩემთან იყავი.
-კარგი.- მალევე მომშორდა და სასოწარკვეთილი დამტოვა. იმ ადგილიდან კიდევ რამოდენიმე წუთი არ გავნძრეულვარ,როცა გონს მოვეგე ტელეფონთან მივირბინე,პიტს უნდა დავურეკო,მისი დახმარება დამჭირდება ვიდეოს ჩაწერაზე.→რამოდენიმე დღის შემდეგ←
ჰარისთან ინტერვიუს ჩაწერისა და მასალის წარდგენის შემდეგ ტელევიზიის უფროსი კმაყოფილი დარჩა, თუმცა, როდესაც განვუცხადე ფირს არ გიტოვებთ მეთქი განრისხდა. მიუხედავად იმისა, რომ ავუხსენი სიტუაცია, მისტერ სტაილს არ სურს ამ ფირის გავრცელება მანამ,სანამ ის არ მოითხოვს თქო,არ მომისმინა,ეს თავის გასამართლებლად ვუთხარი, რადგანაც ჰარის არ ადარდებდა გაუშვებდნენ თუ არა, მაგრამ ჩემივე თავის დასაცავად მათქმევინა მანვე.
რა საკვირველია უფროსის კაბინეტი ჩხუბით დავტოვე, არც ერთი უპატივცემულო საქციელი არ შევარჩინე,გამოვლანძღე და ისე წამოვედი.
სამსახურის გარეშე დავრჩი..რისთვის ვიწვალე ამდენი? რაც არის არის..ცოტახანი დავისვენებ მაინც, პირად შვებულებას ავიღებ,ჰენრის ქორწილის შემდეგ კი რამეს მოვძებნი.
იმ დღეს, როდესაც ჰარიმ დამირეკა და მკითხა, როგორ ჩაიარა დღემო,არ დავიმალე და მოვუყევი,რის გამოც დამცინა, ნერვები ამეშალა, თუმცა ბოლოს მაინც დამშვიდება ვამჯობინე,მასზე აყოლას არ ვაპირებდი,თანაც მან ჰენრისთან გამამართლა და დამიცვა,როცა გაიგო ჰენრიმ იმ დღეს ცუდად კი არ ვიყავი,არამედ ჰარის გავყევი. ცოტახანს გაბრაზებული იყო,თუმცა მალევე შემომირიგდა, ოჯახური ვახშამი კი ჩავუშხამე, თუმცა სტუმრად მისვლა მაინც გადავწყვიტე.
-ელისაბეტ.- დამიძახა ჰარიმ და სამზარეულოში შემოვიდა.
-რა იყო?- არც გამიხედავს მისთვის ისე გავაგრძელე ხილის დაჭრა.
-სამსახურზე რას შვრები?
-დროებით არაფერს.
-დანებდი?
-არა, რამოდენიმე ვაკანსია მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა,დასვენება მირჩევნია.
-დასვენება რისგან?
-ჩემი საქმისგან,პირადი შვებულება ავიღე.
-ოუ,ესეიგი უფრო ხშირად გნახავ.
-რატომ გგონია მასე?
-აქ მოხვალ ხოლმე ჰენრის და ჯულის სანახავად,მეც თითქმის ყოველდღე აქ ვარ.
-ძალიანაც ნუ გაგიხარდება,ჰარი.- უეცრად ჩემი თეფშიდან დაჭრილი ვაშლის ნაჭერი აიღო,იმ წამსვე ხელზე დავარტყი. ჩაიცინა და მაგიდას დაეყრდნო. ფორთოხლის დაჭრისას თმის ნაწილი თვალებთან ჩამომეყარა,სულის შევერვით ვცადე გადამეგდო, თუმცა ამაოდ.
-მოიცადე.- ნაზად მოკიდა ხელი თმას და ყურს უკან გადამიწია.- დღეს დალევას აპირებ?
-რატომ მეკითხები?
-ნასვამზე მეტად გახსნილი და თავისუფალი ხარ ჩემთან.- წარბ აწეულმა ავხედე და მისგან გავიწიე,მაცივართან მივედი და ბანანი გამოვიღე.
-ჰარი,ჩემი მაგ მდგომარეობით შენ რა,სარგებლობ?
-რას გულისხმობ?
-ნასვამზე რადგანაც გახსნილი ვარ რამეს ელოდები?- როცა გამომხედა სახეზე უკმაყოფილება შევნიშნე,ჩემკენ რომ წამოვიდა წარბები შევკარი. მაცივრის კარი უხეშად მიხურა, მისი სიახლოვის გამო კიდევ ოდნავ უკან ჩავიწიე,მანაც მხრებზე მომკიდა ხელები და კედელზე მიმაყრდნო.
-ჰარი!- შევუბღვირე და გაწევა ვცადე, თუმცა ამაოდ.
-არასდროს მიცდია შენი გამოყენება,მითუმეტეს ნასვამ მდგომარეობაში,ახლა რატომ გგონია რომ ამას ვიზამ? რამის გაკეთება რომ მინდოდეს,ამას ფხიზელზეც ვიზამ.- ჩემკენ რომ დახარა თავი სახე გვერდით გადავწიე.
-შემომხედე.
-თავი დამანებე.- ხმა ამიკანკალდა, თუმცა ვერ მივხვდი რატომ.
-ჩემი გეშინია?- სახე გამასწორებინა,ნიკაპზე ძლიერად მომიჭირა ხელები, როდესაც თვალები გავახილე არსაიდან წამოსული ცრემლები გადმომცვივდა.
-ბავშვობიდან ცდილობ მწყობრიდან გამომიყვანო,გამაღიზიანო..- ჩემს ყურთან ამოიჩურჩულა და ცხვირი ყელზე მომადო.- მაგრამ აყოლა რომ არ მინდოდეს,ეს ვერც გამოგივა.- ბანანის ყუნწს ხელი ძლიერად მოვკიდე,ვგრძნობდი ხელი მიცახცახებდა,არა შიშისგან,არამედ მისი სიახლოვისგან,სადაცაა ვიკივლო ბოლო ხმაზე, მაგრამ ხმა ჩამწყდარი მაქვს.
-ჰარი..- ჩუმად ამოვიკვნესე,თვალებში შემომხედა,თითი ნაზად გადამატარა ლოყაზე და ცრემლი მომწმინდა.უფრო ახლოს მოიწია,ჰაერი შემეკუმშა,ტუჩები შევხსენი და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. ჩემს გამოწვევას ცდილობს? აინტერესებს მის მიმართ რაიმე გრძნობა შემრჩა თუ არა? აინტერესებს მისი შეხება მინდა თუ არა? ასე არანორმალურად რატომ იქცევა?!
VOCÊ ESTÁ LENDO
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanficფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.