მელანქოლია

156 9 3
                                    


We have a choice every single day that we wake up of what yoy fan put into the world, ask you to please choose love every single day.

-Harry Styles




...უეცრად არსაიდან წამოვიდა სისველე ციდან. მე ჯერ კიდევ სანაპიროზე ვიწექი და არ ვჩქარობდი წვეთებისაგან თავის დაღწევას. გავყურებდი ზღვას, რომელსაც თანდათან მღელვარება იპყრობდა.
გამეღიმა...სიგიჟემდე, რომ გიყვარს ადამიანი და მისი დანახვისას გული რომ გიჩქარდება, მოსვენებას, რომ კარგავ და დაწესებულ ბარიერებს რომ არღვევ, მისივე სიყვარულის გამო, სწორედ ასე იყო ზღვა წვიმის წვეთების გამოჩენისთანავე.
გაღიმებული სახით წამოვდექი, ავიღე შარფით და ნიჟარებით გაფორმებული ჩანთა, ფრთხილად გავედი სანაპიროდან და ტროტუარს გავუყევი.
არ ვიცი რა ძალამ მიბიძგა, მაგრამ ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. ადგილზე გავშეშდი. "დონა", - წავიკითხე ხმამაღლა და შესვლა გადავწყვიტე.
კარების გაღებისთანავე გაისმა ზარის ხმადაბალი წკრიალი. კვლავ გამეღიმა...მაგრამ მაინც ერია ამ ღიმილში სევდის ნატამალი.
შესვლისას კაკაოს და ვანილის ფანტასტიურად შეზავებულმა სურნელმა შეავსო ჩემი ფილტვები.
გარემოს თვალი მოვავლე, ზუსტად საჩემოა: ძველი სტილის ავეჯი, სამი, მრგვალი, თეთრი მაგიდა თავისივე სკამებით. კედლის იდეალური ფერები ლამაზად ერწყმოდა იმ სარკეებს, რომელნიც თითქოს დიზაინისათვის ეკიდა.
ჩემში, რაღაც ბურუსით მომცველს იწვევდა.
განსაკუთრებით გამოვარჩიე ის ადგილი, რომლის დიდი ვიტრინაც პირდაპირ ქუჩას გადაჰყურებდა, კედლებს შორის, კი პატარა თარო იყო გაკეთებული მაგიდის სტილში. მის წინ  სკამზე ჩამოვჯექი,
ჩემი ჩანთა იქვე მდგარ ძველებურ საკიდზე დავკიდე. ამ დროს ნიჟარების ხმა გაისმა.
ჩანთიდან ბლოკნოტი და საწერი კალამი ამოვიღე, ერთი ფინჯანი ცხელი შოკოლადი შევუკვეთე, შოკოლადის და მარწყვის ტორტის ნაჭერთან ერთად და დავიწყე ვიტრინიდან ადამიანების თვალიერება.
ყოველთვის მიყვარდა მათზე დკვირვება. თუ როგორ გაურბოდნენ წვიმის წვეთებს, თითქოს ნიღბებს ჩამორეცხავდათ.
რა აშინებდათ უბრალო წვიმაში?
რატომ გარბოდნენ მუდამ მისგან?
ათასი აზრი მიტრიალებდა გონებაში, მაგრამ კონცენტრაციას ვერც ერთზე ვახდენდი.
ჩემი ხვეული, შავი, გრძელი თმა ერთი ხელის მოსმით გადავიწიე და შემოსასვლელ კარს მივაშტერდი, გული კი საშინლად ამიჩქარდა. გაისმა ზარის ხმა და ნახევრად სველმა, მაღალმა ბიჭმა ჩემნაირად მოავლო გარემოს თვალი. მხოლოდ ორი წამით მომაშტერდა, შემდეგ კი ჩემს მახლობლად დაიკავა ადგილი.
წერაში გართული ხავერდოვანმა ხმამ გამომარკვია.
---როგორ გაურბიან არა?
მკითხა ცოტახნის წინ შემოსულმა ბიჭმა.
---ადამიანები?
---დიახ.
---ისინი მუდამ გარბიან, ყველას და ყველაფერს გაურბიან, მათ შორის წვიმასაც.
ვუთხარი და ინტერესით შევხედე.
ხორბლისფერი კანი, შავი, კუპრივით შავი თმა და თვალები, გრძელი წამწამებით და გამოკვეთილი ყბის ზოლით.
---და თქვენ რას გაურბიხართ?
---სიყვარულს.
ვთქვი დაუფიქრებლად.
---კი მაგრამ, რატომ?
---რადგან "სიყვარული - წამებაა..."
--- "... უსიყვარულობა - სიკვდილი."
გაოცებული შევყურებდი.
---ზუსტად.
ვთქვი და ვიტრინაში კვლავ გავხედე მორბენალ ადამიანებს.
---და თქვენ სიკვდილს არჩევთ?
---რთულია არჩევნის გაკეთება, როდესაც საკუთარ თავთანაც არა ხარ გახსნილი.
---რთულია არსებობდე და საკუთარ სულს არ იცნობდე.
---გეთანხმებით.
ვთქვი და გავუღიმე.
სახე თმებთან ახლოს მომიტანა, წამით თვალები დახუჭა და შემდეგ მელოდიასავით გამოიმეტა ბგერები:
---თქვენი სურნელი მომწონს...ყვავილის, სიწმინდის, ძველი წიგნის, მარტოობის და მელანქოლიის სრულყოფილი ნაზავია...
მყუდრო საკონდიტროს გარეთ, ცა დედამიწაზე ჩამოსვლას ლამობდა. თვით სამყარო, თავისივე შტორმს ქმნიდა.
მზე კი არსად იცვლიდა ფეხს.



Rain girl🌧💙

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 27, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მელანქოლიაWhere stories live. Discover now