დილას
ბავშვი ტირილს იწყებს და ისევ ჯონკუკს ეღვიძება. უბრალოდ ლოგინიდან იყვანს. თეჰიონსა და მის შორის აწვენს , სოსკას უდებს და ძილს უბრუნებს. თეჰიონს ეღვიძება ჯონკუკის მოძრაობაზე
-რა ხდება ჯონკუკ?
-არაფერი ტიროდა და გადმოვაწვინე. დაიძინე
-რომელი საათია?ჯონკუკმა საათს დახედა
-ექვსის წუთებია
-დედაჩემთან რომელზე წავიდეთ?
-ერთი ორ საათში ავდგეთ
-კარგიჯონკუკმა ისევ დაიძინა. თეჰიონი კი ბავშვს ჩაეხუტა და ისე დაიძინა.
ერთ საათში ისევ ბავშვი იწყებს წუწუნს და ორივე იღვიძებს
-დაიძინე ჯონკუკ მე მივხედავ
თეჰიონმა უცებ ჩაიცვა სპორტულები და სუმი აიყვანა. თავის ოთახში გაიყვანა. გამოსაცვლელ მაგიდაზე დააწვინა
-ეხლა ჩვენ ლამაზად უნდა ჩავიცვათ რადგან ბებიასთან უნდა წავიდეთ მალე.თეჰიონმა ბავშვი დაბანა და პამპერსი გამოუცვალა.
უჯრიდან ჭიამაიას ბოდე და წითელი შარვალი აიღო ,თეთრი ნასკები და თეთრი ჟაკეტი ჩააცვა
-ძალიან ლამაზი ხარ, ახლა ჩანთა ჩავალაგოთ კარგი ?თეჰიონმა ბავშვი ხელში აიყვანა. ბავშვის შავი ჩანთა აიღო. პამპერსები სალფეთქი, ბოთლი, საჭმელი, სოსკა გამოსაცვლელი წყვლილი ბოდე, შარვალი, ნასკები, პირსახოცი, წინსაფრები და რამოდენიმე სათამაშო ჩადო.
ბავშვთან ერთად აბაზანაში გადის თვითონაც იწესრიგებს თავს
-ახლა წამოდი ვჭამოთ და მამიკოს საუზმე გავუკეთოთ.თეჰიონმა ბავშვი ერთ ხელში დაიჭირა, მეორე ხელში ბავშვის სკამი რომელიც ირწევა და სამზარეულოში გავიდა. ბავშვს სკამში აწვენს და სკამს სამზარეულოში მაგიდის გვერძე დგამს. ბავშვისთვის წყალს ადგამს. ჯონკუკისთვის კი ორცხობილების გაკეთებას იწყებს. წყალი რომ დუღდება თეჰიონი ბავშვს საჭმელს უკეთებს და უციებს. ორცხობილებს ღუმელში დებს და შემდეგ ბავშვს აჭმევს . ცოტახანში ჯონკუკი კიბეზე ჩამოდის
-ჩემი პატარა რას აკეთებს
-ორცხობილებს ჩემი მამიკოსთვოს