მგონი ჰარი ერთადერთი პარტნიორია,ვინც ჩემს აზრს ყურადღებით უსმენს ფიქრობს და შემდეგ მიზიარებს თავის მოსაზრებას. აქამდე ტელევიზიაში ჩემი მოფიქრებული
იდეები არ მოსწონდათ ხოლმე, თუმცა იმის მაგივრად რომ ეფიქრათ მაინც, პირდაპირ უარს მეუბნებოდნენ, რამოდენიმეჯერ ჩემი იდეით სხვა გაუშვეს ინტერვიუზე,მაგარია არა?
ჰარის ვუთხარი,როგორი მორთულობაც მინდოდა ჩემს ეზოში, რამოდენიმე წამი დაფიქრდა თვალებ დახუჭული, შემდეგ კი ტუჩები მაღლა აბზიკა, თითქოს ყველაფერი ცხადად წარმოიდგინა.
-კარგი აზრია.- მითხრა და გზა განაგრძო. ზღვის პირა სანაპირო ძალიან კარგია ქორწილისთვის,ცოტა კი ეციება, მაგრამ ყველაფერი იდეალურად გამოვა.
როდესაც მოსაღამოვდა ჰარისთან მივირბინე.
-შვიდი ხდება,ჰარი..- ვუთხარი, თუმცა ჩემი ხმა თითქოს არ გაუგია.- კარგად ხარ?
-არა..
-რა გჭირს?
-არ ვიცი,თავს შეუძლოდ ვგრძნობ.. მაგრამ არაუშავს,წავიდეთ.
-სად მიდიხარ,მანქანაში არ გახდე ცუდად. ექიმს დავუძახო?
-არა..
-ჰარი,ნუ ხარ ჯიუტი.- წამოვდექი და იქვე მდებარე სასტუმროს მისაღებში შევედი და დარეკვა ვითხოვე. საბედნიეროდ სასწრაფო დახმარება აქვე აღმოჩნდა და დროულად მოვიდა. ჰარიმ გასინჯვისას მარტო ყოფნა ისურვა,რაზეც გავღიზიანდი, თუმცა ნერვებს არ ავყევი, რადგანაც ცუდად არის და ამის თავი მეც არ მაქვს.
როდესაც დაასრულეს წამოვდექი და ექიმთან მივედი.
-რა ხდება?
-ქალბატონო,ზედმეტი გადაღლისგან სუსტად არის, მითხრა რომ შორ გზაზე ხართ წასასვლელი, მაგრამ დღეს თუ შეძლებთ და თავს შეიკავებთ კარგს იზამთ, გზა მეტად დაღლის.
-არაა პრობლემა,რამე წამალი ხომ არაა საჭირო?
-ჯერჯერობით არა, ჩვენი საავადმყოფო აქვეა,თავს კიდევ თუ იგრძნობს ცუდად აუცილებლად დამიკავშირდით, დღეს მორიგე ვარ.- თავისი ბარათი მომცა, მხოლოდ თავი დავუქნიე. ჰარისთან მივედი და მივუჯექი გვერდით.
-ახლა ოთახს ვიქირავებ, დღეს აქ დავრჩებით.
-ელისაბეტ,შენ წასასვლელი ხარ დღეს,დაგავიწყდა?
-სად ვარ წასასვლელი?
-პაემანზე.
-ოჰ.. ერთი მაგისიც.- ამოვიოხრე და წამოვდექი,წამით ეგეც აღარ მახსოვდა,ეს ოაემანი სუკაც არ მინდოდა, ამიტომაც არ ვნაღვლობ.
-გამარჯობა, კიდევ ერთხელ.- მიმღებში მჯდომ ბიჭს მივესალმე.
-გამარჯობა,ქალბატონო.
-ერთი ოთახი გვინდა, თუმცა ორ საწოლიანი.
-კარგით,ახლავე.- ჩემი პირადი მონაცემები ჩაიწერა და გასაღები მომაწოდა. ჰარის ვანიშნე თუ არა გამომყვა, მეორე სართულზე ავედით და დერეფნის შუაში მეათე ნომერის კარი გავაღე, როდესაც ორივე შევედით და შუქი ავანთე ჰარიმ ამოიოხრა.
-ორი საწოლი? სერიოზულად?
-მოინდომა ბიჭმა.- ამოვიოხრე.- ახლა სჯობს დაისვენო,დაიძინე.- უკმაყოფილოდ გაიხადა და საწოლში ჩაწვა.
VOCÊ ESTÁ LENDO
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanficფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.