I Lost Her... She Lost Me...

103 13 34
                                    

ისევ ღამეა... ისევ ბნელი, უსიცოცხლო ღამე... პატარა ოთახში მხოლოდ მთვარის შუქი ბჟუტავს ერთადერთი ფანჯრიდან, რომელსაც ფარდები საგულდაგულოდ გადაფარვია. შავი, დეპრესიული კედლები...
ამ ოთახში შესვლისას შესაძლოა გულის რევის შეგრძენა დაგეუფლოთ, შესაძლოა ცრემლიც კი მოგადგეთ თვალზე... ამ ოთახმა აქამდე ბევრი აიტანა... გამუდმებით ყვირილი...
ფარული ცრემლების შემსწრეც არაერთხელ ყოფილა...
ეს ოთახი რომ ადამიანი ყოფილიყო... როგორ ფიქრობთ, შეძლებდა იმის ახსნას რაც მან აქამდე დაინახა!? შეძლებდა ის იმ ემოციების აღწერას რომელსაც იმ მომენტებში განიცდიდა!?..... შეძლებდა ის საუბარს?....
არა, ხმასაც კი ვერ ამოიღებდა... ეს ოთახი რომ ნამდვილად ყოფილიყო ადამიანი... მაშინ უბრალოდ იტირებდა.... იტირებდა იმ გოგონასთან ერთად, რომელსაც ის ეკუთვნოდა...

****

მარტოსული გოგონას ისტორია ძალზედ მოკლეა... მის ცხოვრებას არც არასოდე ჰქონია აზრი... ოთახიდან გასვლის ეშინოდა... ეშინოდა იმის რომ თუ ოთახიდან გავიდოდა, მაშინ ის ისევ გაიცნობდა ადამიანს, შეუყვარდებოდა, შემდეგ კი მასაც დაკარგავდა...

არასოდეს აქცევდა ყურადღებას ქაღალდებს... წიგნების კითხვითაც არ გამოირჩეოდა...
მას მხოლოდ ტელეფონი ჰქონდა, სადაც ჩანაწერებს აკეთებდა... ჩანაწერებში მისი გრძნობები კარგად ჩანდა... ის ხომ არაფერს მალავდა, სიტყვებით ცდილლობდა საკუთარი მდგომარეობის გამოხატვას... მაგრამ განა სიტყვებს ყველაფრის თქმა შეუძლიათ?...

ასე დიდხანს გაატარა... ბნელ ოთახში, მარტოობაში, ყველასგან მოშორებით... ჩანაწერებს აკეთებდა და ცხოვრებით 'ტკბებოდა'... მაგრამ მოვიდა დრო როდესაც ჩანაწერების სხვა ადამიანებთან გაზიარება დაიწყო.... სოციალურ ქსელებში, აღმოაჩინა ისეთი საიტი, სადაც შეეძლო ნებისმიერი რამის დაწერა... იქნებოდა ეს მისი გრძნობები თუ უბრალოდ ოცნება...

ბევრი გამოხმაურება მოჰყვა მის ნაწერს... ზოგს ესმოდა მისი, ზოგი ამშვიდედბდა მას... ზოგი საკუთარ თავსაც კი ცნობდა... ბევრი პირადად დაუკავშირდა კიდეც...
გოგონამ ყველას უპასუხა... თავიდან ისინი უბარლოდ ინტერნეტით გაცნობილი ადამიანები იყვნენ ვისაც ესმოდა მისი... და ასეც დარჩნენ... მაგრამ იგივეს, ვერ ვიტყოდი ერთზე... ისიც გოგო იყო... ისიც ისეთივე მარტოსული იყო როგორც ჰანა... ისიც მარტოსული იყო, არავინ ჰყავდა და ვინც ოდესმე ყოლია, ყველა ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 07, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

 We Fell Apart Where stories live. Discover now