ახალი წელი - ახალი სიცოცხლე🎄

377 37 148
                                    




რა ასოციაციები გიჩნდებათ ახალი წლის ხსენებაზე?

  სანაძლეოს დავდებ, რომ ბევრი თქვენგანი წარმოიდგენს დათოვლილ არემარეს, ლამაზად მორთულ-მოკაზმულ ნაძვის ხეს, მწიფე, წვნიან მანდარინებს, ცხელ შოკოლადს ზეფირით, გლინტვეინს ან თუნდაც ახალგამომცხვარი საახალწლო ორცხობილების სურნელს, რომლებსაც პლედში გახვეულები გემრიელად შეექცევით საშობაო ფილმების ყურებისას. ეს ყველაფერი მართლა ძალიან კარგია, მაგრამ კიმ თეჰიონს ახალი წლის ხსენებაზე ახლა სულ სხვა ასოციაციები, უფრო სწორედ კი ასოციაცია უჩნდება - ეს ჯონ ჯონგუკია. ბიჭი, რომელიც მისი საახალწლო საჩუქარია, ბიჭი, რომელმაც მას ეს დღესასწაული და საკუთარი დაბადების დღე ხელახლა შეაყვარა და ბიჭი, რომელმაც ბატონ კიმს საახალწლო სასწაულის რწმენა დაუბრუნა.

ეს ისტორია კი დაიწყო ასე....

31 დეკემბერი, სეული.

  მაღვიძარის გამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა ან ოთახში შემოჭრილმა მზის სხივებმა მაცნეს ახალი დღის დადგომა? არა, ეს ჩემზე არაა. ჩემი დილა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თავის ტკივილით დაიწყო. აბა რა გეგონა, კიმ თეჰიონ, როცა ჯიმინს საკუთარი დაბადების დღის წვეულების ორგანიზატორობა მიანდე? ვითომ ამხელა კაცი, მაგრამ ისევ ბიჭივით იქცევა და სწორედ მისი ბრალია ეს დღევანდელი თავის ტკივილიც. ლოგინიდან აბობღების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ახლა ყველაფერი მეზარებოდა და სამსახურის გასაცდენად ეშმაკს სულსაც კი მივყიდდი, მაგრამ ამაოდ - არც ეშმაკი ჩანდა სადმე ხელშეკრულებით და კალმით ხელში და არც ჩემი საშველი, ამიტომაც სტანდარტული დილის რუტინა შევასრულე: კბილები, სახე, ბანაობა - მეზარება ასეც წავა, პერანგი, კოსტუმი, პალტო. სარკეში ვიყურები და ვფიქრობ, როგორ დაბერებულხარ კიმ თეჰიონ, გუშინ ოცდათხუთმეტი  წლის გახდი,  იუბილეც აღნიშნე და თმები გიჟივით ქერად  შეგიღებავს, რა თქმა უნდა, მადლობა ჯიმინს, რომელმაც ჩემი იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა.

Happy New Year Mr.KimМесто, где живут истории. Откройте их для себя