სამი თვის შემდეგ
ჯგუფი ლოს ანჯელესშია. კონცერტისთვის ემზადება. კერძო სახლი იქირავეს და იქ მოეწყვნენ
სახლში ჯიმინის და იუნგის ოთახში
-იუნგი
-.........
-იუნგიიუნგიმ ფურცლებიდან თავი ასწია
-რაიყო ჩიმ
-მომენატრე შენ კი ეს რამოდენიმე კვირაა ყურადღებას არ მაქცევ არც მელაპარაკები და არც მეფერებიიუნგი ისევ საქმეზე იყო კონცენტრირებული და ჯიმინის სიტყვები არ გაუგია
-იუნგი საერთოდ გესმის რომ გელაპარაკები?
-ბოდიში რა მითხარი
-ის რომ ყურადღებას აღარ მაქცევ, არც მელაპარაკები და არც მეფერები. მომენატრე შენ კი მარტო ამ ფურცლებს აქცევ ყურადღებას მე ზედაც აღარ მიყურებ
-კარგი რა პატარა ხომ იცი რომ ეს მნიშვნელოვანია. რამოდენიმე კვირა და ჩემს ახალ ალბომს გამოვუშვებ
-და რას მეუბნები რომ რამოდენიმე კვირა გელოდო როდის შემომხედავ ან დამელაპარაკები
-ჯიმინ
-მე მომენატრე, ჩახუტება მჭირდება
-კარგი მოდი
-სერიოზულად?
-მჰჰჯიმინი მასთან მიდის კალთაზე აჯდება. ფეხებს სკამის სახელურში უყრის და იუნგის ეხუტება თავს მის კისერში დებს. იუნგი ასე აგრძელებს მუშაობას. ჯიმინი იუნგის კისერზე ცხვირს უხახუნებს და შიგადაშიგ კოცნის.
უკვე ღამის სამი საათი იყო. ჯიმინს იუნგიზე ჩახუტებული დაეძინა. იუნგიც მორჩა საქმეს
-ჯიმ ჩაგეძინა?ჯიმინის დუმილზე იუნგი მიხვდა რომ ჯიმინს ეძინა. წელზე ხელი მოხვია და ჩაეხუტა. გაღვიძება ცადა
-ჯიმ? ჯიმ?
-მჰჰ
-წამოდი ლოგინში დაწექი
-აქაც კარგად ვარიუნგი იცინის
-და თუ მეც შენთან ერთად დავწვები წამოხვალ?ჯიმინი იწევა, სახე პატარა ბავშვისას უგავს რომელიც დილას ადრე სკოლისთვის გააღვიძეს. ჯიმინი თვალებს ისრისავს, ტუჩები ოდნავ წინ აქ გამოწეული და იუნგი მისი სისაყვარლისგან იღიმის და კოცნის
-ძალიან საყვარელი ხარ
-მეძინება