-აზრის გამოთქმა და დავოუთება არ დაგავიწყდეთ.. ☺️💗
Jungkook pov:
იტალია. ალბათ მკითხავთ რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ის. თუმცა ამაზე პასუხი მე თვითონაც არ მაქვს. არც კი ვიცი აქ როგორ ამოვყავი თავი. უბრალოდ ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ დაკარგული მუზა სწორედ აქ უნდა მეპოვნა.
ფოტოგრაფია და მოგზაურობა იყო ის ერთადერთი რამ რაც ყოველთვის მაბედნიერებდა. ჩემი საქმიანობით შემოსავალი არ გექნება თუ არ შექმნი რაიმე ღირებულს. იღებ ფოტოებს გამოსცემ კრებულს და ბუუმმ. ერთ დღესაც ხდები ყველასთვის მოთხოვნადი და სასურველი. შემდეგ კი ყველგან გიწვევენ. ასეთი რამეები იშვიათად ხდება. თუმცა მე იღბლიანი აღვმოჩნდი და გამიმართლა.
ყოველთვის ასე არ მიწევდა ქუჩაში ხეტიალი, როგორც ახალა. როგორც ჩანს ყოველელთვის არ გვწყალობს ბედი. ორი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. ჩემმა პირველმა ფოტოსეესიის კრებულმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. როგორღაც, ისე მოხდა, რომ მოვხდი ძალიან ცნობილი ფოტოგრაფების სიაში.
თუმცა ჩემს დალაგებულ ცხოვრებაში მოულოდნელმა არეულობამ იჩინა თავი. ბებიაჩემი, რომელმაც გამზარდა, რომელთანაც მაკავშირებდა ბავშვობის მოგონებები და ვინც დამრჩა მშობლების დააშორების შემდეგ საწოლს მიეჯაჭვა. ამის გამო, მომიწია მოგზაურობაზე უარი მეთქვა, სტაბილური სამსახური მეპოვნა და მასზე მეზრუნა.
ორი წელი კერძო სააგენტოში ვმუშაობდი და ბებიას ვუვლიდი. თუმცა გამოკეთების ნაცვლად მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. საბოლოოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანაც მომიწია. ყოველი ლანჩის შესვენებას კი მის გვერდით ვატარებდი. ორი წელი სრულ დეპრესიასა და სტრესში გავატარე. ყოველდღე იმის შიშით ვიღვიძებდი, რომ ბებიას ვეღარ ვნახავდი და მისი თბილი ხელები სახეზე აღარ მომეხვეოდნენ.