44

84 8 8
                                    

კონცერტი დამთავრდა და ბიჭები სახლში ბრუნდებოდნენ
-ნამჯუნ მე და ჯიმინი სხვაგან მივდივართ
-კარგი მაგრამ ფრთხილად იყავით ვინმემ არ დაგინახოთ
-გასაგებია ნამჯუნ

იუნგიმ ერთ ერთ დაცვას მანქანა გამოართვა
-ჯიმინ ჩაჯექი
-და სად მივდივართ
-მოდი სიუპრიზად დავტოვოთ

იუნგიმ მანქანა დაქოქა და წავიდნენ. ცოტახანში იუნგიმ მანქანა გააჩერა დრაივზე
-ბურგერს ხომ შეჭამ?
-კი მშია

საჭმელი იყიდეს შემდეგ მანქანა გააჩერეს ჭამეს. ჯიმინი იუნგის უყურებდა
-აქედან სად მივდივართ

იუნგიმ ჯიმინს გახედა და კეჩუპით დასვრილი ტუჩები თითით მოუწმინდა
-სასტუმროში
-ხოო და სად
-ეგ მე ვიცი

ჭამას მორჩნენ, ნარჩენები გადაყარეს და წავიდნენ

-იუნგი კევა გინდა?
-კი

იუნგიმ ერთ სასტუმროსთან გააჩერა
-ორი წუთი დამელოდე. ორივე ერთად თუ შევალთ რამეს იეჭვებენ
-შენ წადი და ნომერში რომ ახვალ დამირეკე და მეც ამოვალ
-კარგი დაიმახსოვრე მეოთხე სართულზე ოცდამეერთე ოთახი
-კარგი

იუნგი მანქანიდან გადავიდა. ჯიმინმა მანქანის პატარა სარკე ჩამოწვა თმები შეისწორა. ტუჩებზე დამცავი პომადა გადაისვა.

ხუთი წუთის მერე ტელეფონზე იუნგი ურეკავს და ისიც გადადის მანქანიდან სასტუმროში შედის და პირდაპირ მიდის ნომრისკენ. კარზე აკაკუნებს.
-ვინ არის?
-ნომრის მომსახურება
იუნგი ჯიმინის ხმას ცნობს და
მალევე უღებს კარს . ჯიმინი ოთახში შედის და პირდაპირ იუნგის კოცნის
იუნგის კოცნაში ეღიმება და წელზე ხელს ხვევს. ლოგინისკენ მიყავს და ზედ აწვენს. შორდება. კისერს უკოცნის და ცდილობს მაიკა მოაშოროს
-რატომ გამოიცვალე?
-რა?
-მინდოდა ის ტანსაცმელი გცმოდა რაც კონცერტზე გეცვა
-რატომ ხომ არ მოგეწონა?
-კი ძალიან მომეწონა. ეგ ტანსაცმელი შენთვის იყო შექმნილი

ორივე იცინის. იუნგი ისევ კოცნის და თვითონაც იხდის
-ნომრის მომსახურება ხო?
-ხო
-და რა შედის ნომრის მომსახურებაში?
-და თქვენ რისი გაკეთება გსურთ
იუნგი ამ დიალოგზე იცინის
-მაგას ახლა გავიგებთ

Love each OtherWhere stories live. Discover now