2💀

563 64 11
                                    

  jimin's pov.

მე და თეჰიონმა დილით ადრე გავიღვიძეთ, გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა ქუჩები კი წყნარი იყო თითქოს ამ სამყაროში ყველა გამქრალიყო და ისევ ბუნებას დაეკავებინა მთავარი ადგილი დედამიწაზე.
-თეჰიონ ჩქარა ჩაიცვი დავიგვიანებთ და მერე ჩემ ფეხებს აგვიყვანენ სამსახურში.
როგორც იქნა თეჰიონმა ჩაიცვა და მორჩა გაპრანჭვას. ჰოსეოკის მოცემულ მისამართამდე კი ტაქსით მივედით. მანქანა, რომ გაჩერდა ჩვენს თვალწინ უზარმაზარი, საშინლად საშიში სახლის სურათი გადაიშალა. შესასვლელს ვებერთელა კარიბჭე ჰქონდა ხოლო ამ კარიბჭის იქით კი დიდი დაუსრულებელი ლაბირინთი იყო.
-თე...თეჰიონ შენი აზრით ღირს შიგნით შესვლა???
-ბედი უნდა  გამოვცადოთ იქნებ გაგვიმართლოს და ცოცხლები გადავრჩეთ, ხომ იცი ფული ძალიან გვჭირდება!
მე თეჰიონის ზურგს ავეკარი და ნელ-ნელა გავუყევი გრძელ, სასახლისკენ, მიმავალ ბილიკს.

გზაში ლაბირინთიდან შრიალის ხმა გავიგე და თეჰიონს ლამის კისერზე შემოვახტი.
-თეჰიიიიი აქ რაღაც არის... თვალები დავხუჭე და ტირილი დავიწყე.
-ჯიმინ პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, ეს უბრალოდ ძროხააა...
თვალები რომ გავახილე მართლაც ძროხა ძოვდა ბალახს.
-მუუუუუუუუ.....
-უი მართალი ხარ, მე კიდე შემეშინდა მეგონა მოჩვენება იყო.

სასახლეში, რომ მივედით შიგნით არავინ დაგვხვდა ჰოსეოკის გარდა, რომელსაც ჩვენს ლოდინში დივანზე ჩასძინებოდა.
-მოკლედ, ბატონო ჯიმინ თქვენ გევალებათ სახლის კარგად დალაგება. თქვენ კი ბატონო თეჰიონ უბრალოდ საჭმლის მომზადება. იმედია ყვლეფერი გასაგებია!?
ჩვენ დებილივით დავუქნიეთ თავი.
-აამ სახლში!!.. ჰოსეოკმა შეჰყვირა ჩვენ კი შიშისგან ჰაერში ავხტით.
-მხოლოდ ბატონი მინი ცხოვრობს და მეტი არავინ. თქვენ მოგიწევთ რომ დაემორჩილოთ მხოლოდ და მხოლოდ მის ბრძანებებს!

შემდეგ მან ჩვენი ოთახები გვაჩვენა მე და თეჰი გვერდი-გვერდ ოთახებში ვიცხოვრებდით.
-და ასევე!!.. - ისევ წამოიყვირა
-არავითარ შემთხვევაში არ ახვიდეთ მე-4 სართულზე ეს ყველას ეკრძალება, თვით ბატონ მინსაც კი. ახლა მე დაგტოვებთ იმედია საქმეს მალე შეუდგებით, ბატონი მინი საღამოს მოვა და თქვენი საქმე საღამომდე შესრულებული უნდა იყოს.
ეს თქვა და დაგვტოვა.

Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ