29

492 59 24
                                    

ჯიმინი სრულიად მარტო იჯდა თავის ოთახში. ისეთი სიჩუმე იყო, რომელიც იგივე შეგრძნებებს აღძრავდა რასაც ხმამაღალი ყვირილი. ჯონგუკს უნდოდა რომ იგი მას დაწეოდა და შეეჩერებინა.

ჯიმინმა თავი ვეღარ შეიკავა და ოთახიდან გამოიქცა. მან დაინახა, რომ ჯონგუკი და ლისა მიდიოდნენ და ჯონგუკი თემინს ელაპარაკებოდა, ლისა კი ყველას ემშვიდობებოდა. ჯონგუკს ლისას წელზე ხელი ჰქონდა შემოხვეული. ისინი ლამაზად გამოიყურებოდნენ ერთად. ამან შეურაცხყოფილად აგრძნობინა ჯიმინს თავი.

"ჯონგუკ..."-ჯიმინი სირბილის გამო სწრაფად სუნთქავდა როცა მისაღებ ოთახში შემოვიდა. ახლა ყველა მას უყურებდა.

ჯონგუკის თვალები უფრო თბილი გახდა როდესაც ჯიმინს შეხედა. მათთვის დრო გაჩერდა. თითქოს მათ გარშემო არავინ იყო.  

ჯიმინს უნდოდა, რომ ჯონგუკთან მიერბინა და ეკოცნა. უბრალოდ შეეჩერეებინა იგი და მასთან ერთად ყოფილიყო. მაგრამ არ შეუძლია. თუ ჯონგუკს ახლა ლისასთან ყოფნა უნდა, მაშინ ასე იყოს.

ჯონგუკს სწრაფად უცემდა გული.

"დამტოვე ჯიმინ. ყველაფერს გამოვასწორებთ. მითხარი რომ დავრჩე. ეს სამუდამოდ გასტანს. თუ ეს ნამდვილია, მაშინ არ გამიშვა."

"მადლობა სტუმრობისთვის."-ჯიმინმა ჯონგუკს გაუღიმა, შემდეგ კი თემინთან მივიდა და ჩაეხუტა. თვალები დახუჭა და რაც შეიძლება ძლიერად ჩაეხუტა მას.

ეს ბოლო წვეთი იყო ჯონგუკისთვის. მას შემდეგ რაც მათ გამოიარეს ჯიმინმა თავის არჩევანი გააკეთამ. მას არ აინტერესებს. ლისას დანახვამ ალბათ ისევ გააღიზიანა. იგი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რიმ ჯონგუკი ლისას ხვდება. როდესაც პანიკა ჰქონდა და თავს ცუდად გრძნობდა მას ჯონგუკი სჭირდებოდა, მაგრამ ახლა როდესაც კარგად არის იგი თემინს ეხუტება, გოგოს გამო, რომელმაც ჯონგუკზე ადრე იპოვა მანქანის გასაღები და სასწრაფოდ წამოვიდა, როდესაც გაიგო რომ ცუდად იყო.

STRAIGHTWhere stories live. Discover now