30

504 49 7
                                    

ლისა და ჯისუ სარეპეტიციო ოთახში შევიდნენ და დაინახეს, რომ ჯენი და როზე ისხდნენ და სენდვიჩებს მიირთმევდნენ.

"ლალისა"-ჯენიმ გაუღიმა და ხელი დაუქნია.-"სენდვიჩი შეგინახეთ."

ლისას სახეზე ყალბმა ღიმილმა გაიკვლია გზა და მათთან მივიდა. მან როზეს შეხედა, რომელმაც ერთხელაც კი არ გახედა მას. ლისა დაღლილი იყო, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. მას რამდენიმე დღეა რაც არ სძინებია. იცოდა რომ მისი ურთიერთიბა ნადგურდებოდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა ამის შესაჩერებლად. მან ისიც კი არ იცის სად დაუშვა შეცდომა.

"კარგად ხარ?"-ჯენი ფრთხილად შეეხო მას მხარზე.

"კი, უბრალობ არ მშია."-თქვა და მუცელზე მოისვა ხელი.

"ყველაფერი კარგად არის?"-ჯისუ ლოყაზე მოეფერა მას.

"კი ონი."-მოიტყუა. მან ისიც კი არ იცის რა უთხრას მათ. როზემ შეუმჩნევლად გახედა ლისას. მან დაინახა როგორ ესვა მას მაკიაჟი თვალების ქვემოთ ჩაშავებების დასამალად და ასევე შეამჩნია, როგორ უკანკალებდა მას ხელები. როზეს სიტყვები გამოეცალა ხელიდან. მას უნდოდა ლისას დახმარება მაგრამ ის ისევ გაბრაზებული იყო.

ქორეოგრაფიის რეპეტიციის დროს ლისა განუწყვეტლივ შეცდომებს უშვებდა.

"ლისა, კარგად ხარ?"-ჯენიმ მისი ხელი დაიჭირა.

"კი ონი."

"მოდი ყველანი წავიდეთ საერთი საცხოვრებელში. ქორეოგრაფია უკვე კარგად ვიცით ამიტომ წავალთ კარგი?"-ჯისუმ მავედრებელი თვალებით შეხედა სტაფს. მათაც შეამჩნიეს რომ ლისას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ამიტომ დათანხმდნენ მას.

"მოდი ვიშოპინგოთ"- ჯენი გარშემო ხტუნავდა.

"კარგი..."-ლისას ღიმილიც კი აღარ გამოსდიოდა უკვე კარგად.

"ანდაც მოდი სპა სალონში წავიდეთ და გავლამაზდეთ."-შესთავაზა ჯისუმ.

STRAIGHTWhere stories live. Discover now