ჩემი პაწაწუნა სანის განხილვა 🥺💖 მთელი ფიქციის მანძილზე, თქვენთან ერთად მხარში მედგა და არ შემეძლო ამ ლამაზი სიტყვების ისე უბრალოდ "პოსტად" დარჩენა...#იუნმინი
#twoside
#განხილვაეს პოსტი ავტორს ეძღვნება. ამიტომ მას მივმართავ უმეტესწილად.
საერთოდ წერა ძალიან მეზარება ხოლმე ( მითუმეტეს ამ მოცუცქნული კლავიატურით, დამიბრუნეთ ჩემი ტელეფონი! )
მაგრამ ამ ფიკზე საბოლოო ემოციები რომ არ დავწერო ჩემს თავს არ ვაპატიებ ( ნუ ვერც მოვისვენებ ისე ) .Two Side ეს იყო ფიკი რომელმაც ჩემი დიდი სიყვარული და სიმპატიები დამსახურა.
დავიწყებ იქიდან რომ
როდესაც შენ ( TAKOIEE ) დაპოსტე რომ ფიკს წერას აპირებდი იუნმინზე მაშინვე დიდი სიხარულით ავივსე.
მაშინ ამის მიზეზი ჩემი ამ შიფისადმი სიყვარული იყო.როცა განსაზღვრულ დროზე ადრე ვიხილეთ პირველი თავი გაოცებული და ბედნიერი ვიყავი.
როდესაც პირველი თავი წავიკითხე და ჩვენს პერსონაჟებს პირველად შევხვდი მივხვდი რომ
ეს არ იქნებოდა ჩვეულებრივი ისტორია და რაღაც განსხვავებულს ვნახავდი მასში.
ყოველი ახალი თავის კითხვა უფრო და უფრო მეტს მანდომებდა....
ასე რომ ვთქვათ ფიკზე დამოკიდებული გავხდი...თითოეული პერსონაჟის სახე ნათლად იყო დახატული ფიქციაში.
გარემო სადაც მოქმედება ხდებოდა და ის თბილი მომენტები რომლებიც შენ გვაჩუქე არასოდეს დამავიწყდება.
იმდენად დეტალურად და ლამაზად იყო აღწერილი ყველაფერი,
ახლაც
ჩემს გონებაში არსებული მომენტები თითქოს კადრივით მეორდება.იუნგი პერსონაჟი რომელიც დაუღალავი შრომისუნარიანობითა და მზრუნველობით გამოირჩეოდა. საზოგადოებაში ცივი, უკარება , უჟმური ადამიანის ნიღბით დადიოდა.
ის არ იყო ისეთი როგორადაც თავს "გვაჩვენებდა".
შინაგანად ისევ პატარა ბიჭუნა იყო
რომელსაც ადრე მოუწია გაზრდა.
მამის დაკარგვა ადრეულ ასაკში საშინელებაა. ნებისმიერი ადამიანი რთულად გადაიტანს ამას , იუნგისთვის კი ორჯერ უფრო რთული იყო.
პირველი იმიტომ რომ პატარა მამიკოს ბიჭი იყო და მასთან ძლიერი გრძნობები აკავშირებდა
მეორე იმიტომ რომ იუნგი გახდა ოჯახში ერთადერთი კაცი რომელსაც უნდა ერჩინა ავადმყოფი დედა, მცირეწლოვანი ძმა და მოხუცი ბებო.
3 სამსახურში ერთდროულად მუშაობდა მისთვის უცხო იყო დასვენება, საკუთარ თავზე ფიქრი და გართობა...
დროის უქონლობის გამო არ ჰყავდა მეგობრები [ გარდა თეჰიონისა ]
იმდენად არ ფიქრობდა საკუთარ თავზე რომ წესიერად ვერ ჭამდა რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა.
ჯიმინის გამოჩენა მის ცხოვრებაში ცალკე საკითხია.
ნარინჯისფერთავას რომ არ გამორჩინა ინიციატივა და იუნგის მყარად არ ჩაჭიდებოდა ის დიდხანს იტყოდა უარს და მასთან არ ექნებოდა ურთიერთობა.
YOU ARE READING
𝚃𝚠𝚘 𝚂𝚒𝚍𝚎||𝚈𝚘𝚘𝚗𝚖𝚒𝚗
Fanfictionპაემანი? გართობა? ამას იუნგი ვერ შეძლებს, რადგან ღარიბებისთვის ურთიერთობები დაუშვებელია. 🔞 შიფი:✨იუნმინი✨ ინსპირაცია:✨დრამა-შორიდან გაზაფხული მწვანეა ✨ 18.07.2021 26.09.2021