-აბა გისმენ.-ცივი ამერიკანო მოსვა მინმა.
-მ..მე იუნგი.
-დამშვიდდი არ შეგჭამ. უბრალოდ ამიხსენი.
-მთვრალი ვიყავი და ვერ მოვზომე.
-რაღაც არ გეტყობოდა.
-რა არ მეტყობოდა? მთვრალი რომ ვიყავი?
-ეგ არ მითქვამს.
-აბა?-ამ დროის განმავლობაში ჯიმინს თავი ჩახრილი ჰქონდა და ფრჩხილით მაგიდას ეთამაშებოდა, ნერვიულად ფეხიც უცახცახებდა.
-შენი კოცნა სხვანაირი იყო, უბრალოდ სიმთვრალე არ იგრძნობოდა. -ჩაიღიმა იუნგიმ, მაგრამ ჯიმინმა ვერ დაინახა დასჯილი ბავშვივით იჯდა. ამ წინადადების გაგონის შემდეგ ისე ანერვიულა ვაი და არ მიხვდესო მაგიდას ძლიერად მიაჭირა, ფრჩხილი მოტყდა და სისხლი წამოუვიდა.
-ფუ შენიმ-მაგიდაზე ლამაზად დადებულ ერთჯერად ცხვირსახოცს დაავლო ხელი პაკმა და თითზე შემოიხვია.-უკაცრაცად ლეიკო არ გაქვთ?
-დიახ ახლავემ-მიმტანმა ბიჭმა სამედიცინო ყუთი მოიტანა. ცოტა დააგვიანდა მოტანა აქამდე არავის უთხოვია სამედიცინო ყუთი და არ იცოდა სად იდო.
-მომეცი დაგიმუშავებ.-სპირტით ჭრილობა გაუწმინდა და ლეიკო დააკრა.
-მისმინე, იუნგი, ეს უბრალოდ სიმთვრალე იყო და დავამთავროთ.
-მაგრამ ის რაც შენ მითხარი?-ჯიმინს არ ახსოვდა რა უთხრა.
-არც მაგას, მთვრალი ადამიანი ბევრ რამეს ამბობს.
-ამბობს იმას რასაც მართლა ფიქრობს.
-მაგრამ არა მე.
-გეყოს ჯიმინ და უბრალოდ დამელაპარაკე.
-იუნგი ამ არაფრის მომცემი საუბრის გაგრძელება არ მინდა.
-რას ნიშნავს არაფრის მომცემი? ჩემი გრძნობები არაფერია?
წამით ჯიმინმა აზროვნების უნარი დაკარგა. ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა იუნგი. მის მიმართ რომანტიკულ გრძნობებს თუ იმას რომ აკოცა.
YOU ARE READING
თოთხმეტი/Fourteen
Fanficფიკი შემქნილია მთლიანად ჩემი ფანტაზიით. ფოტოები არ მეკუთვნის მე. შეიძლება გაქვთ წაკითხული მსგავსი შინაარსის მაგრამ მე მაინც ვცადე ჩემი ვერსია.