*ONESHOT*

953 92 217
                                    

ალბად ყველას გვსმენია სამყაროზე სადაც ალფები და ომეგები არსებობენ. სწორედ აქ ცხოვრობს ჯონ ჯონგუკი, ალფებისა თუ ომეგების,  გულთამპყრობელი.

მისი ისტორია ძალიან მოსაწყენია, ერთი მდიდარი ალფა რომელიც ფულით იყო გათამამებული, დიდად ინტერესი არასდროს ჰქონია ომეგების მიმართ, მაგრამ გართობისთვის ესეც საკმარისი იყო.

სწორედ მაშინ შეხვდა მის ჭეშმარიტ ომეგას რომელთანაც ურთიერთობის შემდეგ ცხრა თვეში პატარა გოგონა შეეძინა, ომეგა კი მშობიარობას გადაჰყვა.

ახლა კი ჯონგუკი მის ქალიშვილთან პატარა ომეგასთან  და მამასთან ასევე ომეგასთან  ერთად ცხოვრობს.

ახალი წელია 31 დეკემბერი, 12 მდე საათებიღაა დარჩენილი. ჯონგუკი კარებთან დგას და უკმაყოფილოდ იცვამს ქურთუკს.

- პამპერსი თუ არ ჰქონდა დღე ვერ იყიდე?? ამ შუა ღამეს მე რო არ წავიდე?? - დაიბუზღუნა ბიჭმა.

- გეყოფა ჯონ წუწუნი და წადი! - მშვიდად თქვა ჯონგუკის დედამ და ბავშვს გაუღიმა რომელსაც ტკბილად ეძინა.

- ხვალ რომ მოვიტანო რა?!?

- ღამე რომ დასჭირდეს?!?

- აიშ!! რით ვერ ისწავლა მაგ ბავშვმა საპირფარეშოში შესვლა?

- ის ჯერ 1 წლის არის იდიოტო! - თქვა ქალმა და ამჯერად შვილი თავისივე ხელებით გააგდო გარეთ - გეყოფა წუწუნი და წადი!

ჯონგუკმა ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ბუზღუნით გაუდგა გზას, მაღაზიას მალევე მიუხლოვდა და როგორც კი შევიდა მაშინვე პამპერსების სექციაში გადავიდა, მისი ურიკა წინ დაიდგა და პამპერსების არჩევას შეუდგა.

ჯონგუკს უკნიდან ვიღაც აკვირდებოდა, ამას ჯონგუკიც მიხვდა მაგრამ როცა უკან უცნობი ბიჭი დაინახა ყურადღება ისევ პამპერსზე გადაიტანა.

თუმცა, ბიჭისთვის ჯონგუკი არც ისე უცნობი იყო. ის ხომ მისი ჭეშმარიტია??

_ჭეშმარიტი კოცნა_ *ONESHOT* YOONKOOK*Where stories live. Discover now