როცა გამომეღვიძა საწოლზე ვიყავი მიბმული, თვალები შავი ნაჭრით მქონდა ახვეული.
-თეჰიიი მიშველეეე!!.. კიდევ ვაპირებდი დაყვირებას, მაგრამ ვიღაცამ ხელი ამაფარა ტუჩებზე.
-გთხოვ გამიშვიიი... ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან? მე ტირილი დავიწყე. მან ცრემლები მომწმინდა და ყურში ჩამჩურჩულა უცნაური მაგრამ სექსუალური ბოხი ხმით.
-ამის გაკეთება არ შემიძლია რადგან ჩემი შეგეშინდება და გაიქცევი, როგორც ყველა...
-გეფიცები... ყველაფერს გეფიცები არ შემეშინდება.
სიჩუმე ჩამოწვა, ცოტა ხანში კი თვალებიდან სახვევი მომხსნა. თავლები რომ გავახილე ირგვლივ ყველაფერი წითლად იყო განათებული, უეცრად წითელი თვალები დავინახე, მე მომშტერებოდნენ.
გულის სიღრმეში მეშინოდა მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა და მეტირა, მაგრამ კარგად, რომ დავაკვირდი ის უბრალოდ ჩემსავით შეშინებული ბიჭი იყო.
-ხომ გითხარი შეგეშინდება თქო, ახლა გაიქცევი ან იყვირებ.
-არაფერიც!! მე არ მეშინია შენი! ან რატომ უნდა მეშინოდეს!? უბრალო ბიჭი ხარ.
-მე მოჩვენება ვარ რომელიც აქ ცხოვრობს უკვე საუკუნეებია და არც ისეთი კეთილი ვარ როგორც შენ გგონია.
-მაგრამ....
რაღაცის თქმას ვაპირებდი, როდესაც ბიჭებმა კარები შემოამტვრიეს.-ჯიმიიინ კარგად ხარ?? სად ხარ ვერ გხედავ.
-თეჰიი აქ ვარ... საწოლზე
თეჰიონმა შუქი აანთო, წითელი სინათლე და ის ბიჭი კი ერთად გაქრა.
-ვაიმე ჯიმინ გაგაუპატიურეს!? საწოლზე რატომ ხარ მიბმული??? ახლა რა ვქნაა...
თეჰიონი იატაკზე დაეცა და დრამატულად დაიწყო ტირილი
-ნუ სულელობ ჩქარა გამათავისუფლე.
-ბიჭებო, აქ იყავით მე სხვა ოთახებს შევამოწმებ.
იუნგი გარეთ გაიგქცა. მე თეჰიონმა პირველ სართულზე ჩამიყვანა.
-ჯიმინ მომისმინე, ახლა დაიძინე დაღლილი იქნები და ხვალ მომიყევი ყველაფერი კარგი?
-კაი...
მე ჩემს ოთახში ავედი, ლოგინში დავწექი თუ არა ძილი მომერია, სანამ ჩამეძინებოდა ვიღაცის ხელები ვიგრძენი წელზე, თითქოს ვიღაც უკნიდან მეკვროდა ამას დიდი ყურადღებ არ მივაქციე და ძილი გავაგრძელე.დილით
თეჰიონმა დილაადრიან გამაღვიძა სახლი დაალაგეო, თვითონ სადილს ამზადებდა
-აბა გუშინ რა მოხდა? ვინ გაგიტაცა და გაგაუპატიურა??
-არ ვიცი სახე არ დამინახავს... და არავისაც არ გავუვუპატიურებივარ. არც... არც არაფერი უთქვამს ჩემთვის.
მოვატყუე და სახლის დალაგება გავაგრძელე მეორე სართულზე.როდესაც სარკეს ვწმენდდი ერთ-ერთ სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში, სარკეში ის ბიჭი დავინახე. გავშეშდი თითქოს ერთ ადგილას გვიყინე და ხმის ამოღებაც არ შემეძლო.
-დილამშვიდობისა ჯიმინ.
-ჩე...ჩემი სახლი საიდან იცი?
-დილით გავიგონე ის ბიჭი, რომ გაღვიძებდა.
მე უკან შევრტიალდი, და პირდაპირ წითელ თვალებში ჩავხედე.
-ვინ ხარ? საიდან მოხვედი? და რა გინდა ჩემგან?
-რთული კითხვებია თუ გინდა რომ პასუხი გაიგო ჩემი გაცნობა მოგიწევს. სახე ახლოს მომიტანა და მანაც გამომწვევად ჩამხედა თვალებში შემდეგ კი მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა.
-შენ... შენ...
-რატომ დაიბენი? რამე ხომ არ გინდა?
-ღმერთო ჩემო... მოჩვენება მეფლირტავება
-ღმერთი ვერ გიშველის.
უნდა ეკოცნა მაგრამ, კარები თეჰიონმა გააღო, თვალები რომ გავახილე ის გამქრალი დამხვდა.
-ჯიმინ რეებს ჩათლახობ?? ან სახე წითელი რატომ გაქვს? სახლს ალაგებ თუ...
-თეჰიონ ის აქ იყოოოო.... და ჩემი კოცნა სცადა.
-ვინ?
-გარყვნილი მოჩვენებაააა...
-ჯიმინ შენი ბინძური ფანტაზიები შენთვის შეინახე და მალე მორჩი დალაგებას.
თეჰიმ კარები გაიხურა, მე კიდევ გაბრაზებულმა დავიწყე ოთახის დაგვა ცოცხით.
-ჰაჰა... ანუ გარყვნილი მოჩვენება
-მოკეტე და თვალით აღარ დამენახო გაბრაზებული ვარ
-კაი
ეს მითხრა და ისევ გაქრა
სინამდვილეში გული დამწყდა რომ, წავიდა მინდოდა დარჩენილიყო და უფრო ახლოს გამეცნო.

YOU ARE READING
Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)
Fanfictionმინ იუნგი, ბაბუისგან მემკვიდრეობით დანატოვარი ,დიდი, სახლის მფლობელი ხდება. იგი ეძებს ამ სახლის დიასახლისსა და მზარეულს.ამ დროს კი ღარიბი, მაგრამ უმშვენიერესი ჯიმინი და თეჰიონი გამოჩნდებიან...