მაქმანი და ტყავი (დასაწყისი)

300 23 0
                                    

"ამას მართლა აკეთებ?" დღეს უკვე მესამედ მისვავს სოფი ამ კითხვას.კარების ჩარჩოს ეყრდნობა და სარკეში ჩემს გამოსახულებას შესცქერის.

სოფის მზერა სარკიდან დავიჭირე მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია,ისევ უშედეგოდ ვცდილობდი ჩემი კაბის დაბლა დაქაჩვას.

"ასე გამოდის"
ვუპასუხე და ვეცადე ჩემი ნერვიულობა დამემალა.

კაბებს იშვიათად ვიცვავ, და ვლოცულობ რომ ახლა სულელურად არ გამოვიყურებოდე.
არა, ეს პაემანი არ არის.დარწმუნებული ვარ სოფის ასეთი შეხვედრებისთვის რაღაც სახელი აქვს მოფიქრებული.

ისევ ჩემს თავს შევხედე სარკეში.
ხელები ამ დელიმატურ ტყავის ნაჭერს ჩამოვუსვი რომელიც ტანზე მეცვა.
ჩემთვის ძალიან შეუსაბამო სამოსი იყო, თანაც თავს არაკომფირტულად ვგრძნობდი იმის გამო რომ მხრები მოშიშვლებული მქონდა.
ვნანობ რომ სოფის დავუჯერე და ეს ტანსაცმელი ვიყიდე.

"დარწმუნებული ხარ რომ სულელივით არ გამოვიყურები?"
შეწუხებულმა ვკითხე სოფის.

სოფიმ თვალები გადაატრიალა, ჩემს უკან დადგა და სარკიდან გამომხედა.

"ეს კაბაა, მადლობა თქვი რომ პატარა ნაჭერი არ არის რომელიც ძუძუსთავებსაც ვერ გიფარავს. მოეშვი ები."

"ძალიან მოკლე ხომ არ არის?"

"არა"

"ძალიან მოტკეცილი ხომ არ მაქვს?"

"არა"

"ძალიან ამოღებული ხომ არ არის?"

სოფიმ მობეზრებულად ამოიხვნეაშა, ხელი მომკიდა და დამატრიალა.
"ნუ ღელავ ები, ძალიან სექსუალურად გამოიყურები.
შენ ეს საღამო ძალიან სიმპატიურ ბიჭთან ერთად უნდა გაატარო, ეკლესიაში კი არა"

თავი უკან გადავაგდე და ღრმად ამოვისუნთქე.
"ზუსტად ეს არის პრობლემა სოფი, მე არ შემიძლია ვიყო სექსუალური"

თვალი არ მომიშორებია ჭერისთვის ისე გავაგრძელე საუბარი.
" მე მხოლოდ უხერხული მომენტების შექმნა გამომდის კარგად"

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now