თავი 10

214 14 0
                                    

"i think that i want it

it's all i really need

You say that you want it

Just tell it straight to me "

**

რაღაცის ბზუილოს ხმამ მაიძულა რომ თვალები გამეხილა.

თვალებს სანამ გავახელდი რამოდენიმეჯერ მოვისრისე რომ დაბურული გამოსახულებები გამექრო.

გავიგე თუ ჰარიმ როგორ ჩაიბურდღუნა რაღაც.ვიგრძენი რომ უფრო მაგრად მომხვია მკლავი,და თავი კისერში ჩამიყო.

ამოვიოხრე და ჰარის ხელი ფრთხილად მოვიშორე.მან კვლავ რაღაც თქვა და მე კი მის ასეთ საქციელზე ღიმილი ვერ შევიკავე.

საწოლიდან ფრთხილად ავდექი და ჩემი ტელეფონის მოძებნა დავიწყე, რომელიც ჩემი ტანსაცმლის ზემოდან დადებული ვიპოვე.ტელეფონის ეკრანს თითი გავუსვი და ზარს ძილისგან იდნავ დაბოხებული ხმით ვუპასუხე

"გამარჯობა?"

"ებიგეილ რიდ,შენ რა ახლა გაიღვიძე?"

დედაჩემის მკაცრი და ხმამაღალი ხმა გავიგე და მაშინვე გავწიე ტელეფონი ყურისგან მოდორებით.

"რომელი საათია?"

ვკითხე და ოთახში სიარული დავიწყე რომ სადმე საათი მეპოვა.

"თითქმის შუადღეა"

მიპასუხა მან.

შუადღე?!

თვალები გამიფართოვდა და საწოლში მწოლიარე ჰარის შევხედე.

რამდენი ხანი გვეძინა?

"მაპატიე,გუშინ გვიანობამდე მეღვიძა"

საწოლისკენ დავიწყე სვლა და როცა მივედი ზუსტად იქ დავჯექი სადაც ცოტა ხნის წინ ჰარისთან ერთად ჩახუტებულს მეძინა.

ოდნავ შევხტი როდესაც ჰარიმ თავისი დიდი ხელები მენჯებზე მომხვია.

ჯერ მის ხელებს შევხედე ,მერე კი ჰარის რომელიც მიღიმოდა.

უცნაურია ჰარის ასეთ მდგომარეობაში ნახვა.ის ყოველთვის საშიშად გამოიყურება და სახეზე მუდამ მკაცრი გამომეტყველება აქვს აკრული,მაგრამ ახლა ის საწოლში პატარა კნუტივით მოკუნტული წევს.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now