თავი 18

278 18 0
                                    

"Funny you're the broken one but i'm
only one who needed saving
'Cause when you never see the light
it's hard to know which one of us is

caving"

*bang*

რა?

*bang bang bang*

რა ჯანდაბაა?

თვალები ოდნავ გავახილე და ძილისგან რომ გამოვფხიზლებულიყავი რამოდენიმეჯერ დავახამხამე.

კიდევ გავიგე კაკუნის ხმა და ცოტა არ იყოს შევშინდი,რადგან ჩემი მაღვიძარა რომელიც საწოლის გვერდზე იდო დილის ხუთის ნახევარს აჩვენებდა.

ჯერ მხოლოდ ნახევრად ვარ გამოფხიზლებული და მიჭირს იმის გარკვევეა თუ რა ხდება....ამასთან ერთად ვიღაცის მოგუდული ხმა მესმის.

შუბლშეკრულმა ხელი სახეზე მივიდე და ეს ჩემი ქმედება ვინანე რადგან ტკივილმა კვლავ იჩინა თავი.

ხელები საწოლზე დავდე და საწოლიდან ზანტად ავდექი.

საძინებელი ოთახიდან გამოვედი და გეზი შემოსასვლელი კარებისკენ ავიღე.რაც უფრო ვუახლოვდებოდი კარებს ,მით უფრო ხმამაღალი ხდებოდა კაკუნის ხმა.

უეცრად გავშეშდი.

ეს შეიძლება ენდი იყოს.

არა,მე ამას ვეღარ დავუშვებ.

აღარ მინდა იგივე განმეორდეს.

ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა.

ვიცოდი რომ უსაფრთხოდ არ ვიყავი.

ხელი მკერდზე მივიდე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი.სუნთქვა მიჭირდა და გული სწრაფად მიფეთქავდა.

ბინაში თვალების ცეცება დავიწყე და ისეთი ადგილის მოძებნა დავიწყე სადაც დამალვას შევძლებფი.

კაკუნი უფრო ინტენსიური და ხმამაღალი გახდა.დავიფიცები რომ ხის გატეხვის ხმაც გავიგე.სახე ხელებში ჩავრგე და ცოტა ხნის წინანდელი მოგონებების გახსენების გამო კანკალი დავიწყე.

გამახსენდა ენდის მრისხანებით სავსე ყავისფერი თავლები და გამახსენდა ის ტკივილის გრძნობა როდესაც ენდიმ მუშტი მომარტყა.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now