დეკემბრის სუსხიანი დილა იყო. ჯერ მზის სხივს არ ამოეყო თავი, ქალაქის ვიწრო ქუჩებში მაღალი სხეული გაგიჟებული გარბოდა, ახტებოდა ჭუჭყიანი წყლით სავსე გუბეებს, ხმამაღლა ყვიროდა ბოდიშიო და თუ ასწრებდა უღიმოდა კიდეც მათ, ვისაც სისწრაფეში მთელი ძალით ეხეთქებოდა.
გული გამალებით უცემდა. ოღონდ ნუ გეგონებათ, სირბილის გამო. უბრალოდ ისე ძლიერ სურდა ახლა სახლში მისვლა, თავის კაბინეტში ჩაკეტვა და ფურცლებთან სიახლოვე, მთელი ეს პერიოდი მკერდზე ხელმიბჯენილი გარბოდა.შავი ხვეული თმა სირბილის დროს ხან უკან გადავარდებოდა, ხანაც წინ, თვალებზე ჩამოეფხატებოდა, თუმცაღა ეს არ აბრკოლებდა, ბედნიერი აგრძელებდა გზას. თან ღიმილით ათვალიერებდა საშობაოდ მორთულ პატარა სუვენირებისა და სათამაშოების მაღაზიებს.
კუთხეში შეხვევამდე თავაზიანი სალამი არ დავიწყებია ქალბატონისთვის, წლის ამ პერიოდში დახლთან რომ იდგა და ციტრუსებს ყიდდა.
უზარმაზარ სახლთან რომ მიირბინა, წამით მოიხარა, ოდნავ მოკეცილ მუხლებს ხელები ზედ დააჭდო და გვარიანად ამოისუნთქა. მერე სწრაფად გაიმართა წელში, კარზე ბრახუნს მოჰყვა და სანამ გაუღებდნენ, წინ კართან სცემდა ბოლთას.
კარი დაბალმა, ახალგაზრდა გოგონამ გააღო. თვალები გაჰფართოვებოდა და ბაგეები შეეხსნა. სწრაფად გახტა განზე როცა მამაკაცმა ოდნავ შეხსნილ კარს ხელი წაჰკრა და შიგნით შეაბიჯა.
- ბატონო კიმ.. - დაიწყო ჩავარდნილი ხმით, მანამ სანამ კარს კეტავდა, თუმცა დასრულება არ დასცალდა.
- ახლა არა. - სწრაფად გაიქნია თავი და კოლიდორიდან გავარდა.
გოგონა უკან აედევნა და კიბის მოაჯირთან შეყოვნდა.
- მაგრამ ბატონი ნამჯუნი...
- ნამჯუნი მოიცდის! არავინ შემაწუხოს! - სწრაფად გააწყვეტინა გოგონას და კიბეები წამებში აირბინა.
YOU ARE READING
𝐼𝑙𝑙𝑢𝑠𝑖𝑜𝑛 𝑖𝑛 𝑡ℎ𝑒 𝑑𝑎𝑟𝑘𝑛𝑒𝑠𝑠
Short Story- მოხვედი, - დაიჩურჩულა ფანჯარასთან მდგომმა და ნელა, ძალიან ნელა შემობრუნდა. - როგორ არ მოვიდოდი, - უპასუხა კიმმა და ღმერთო, სასწაულად დიდზე გაიღიმა. - არც დაგიგვიანია, - ჩაეღიმა სილუეტს და ხელი ნაჭრის შარვლის ჯიბეში ჩაიცურა. -როგორ შემეძლო... - მონ...