ჩვეულებრივი დღეა ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ უპოვი, ან იყო მანამ სანამ ის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, იმ გადაწყვეტილებას რომელიც მისთვის ყველაფერს წერტილს დაუსვამდა, იგი უსინათლო ქვეყანაში დაიბადა, სადაც ოცნებები არ ხდება,ოცნების ქონაც არ შეიძლება,სადაც წესებს უნდა მისდიო, რეჟიმით უნდა იცხოვრო, ვინც წესებს არ დაემორჩილება ის ვერ გადარჩება. ასეთი იყო იმ ქვეყნის კანონი საიდანაც იგი თავის დაღწევას აპირებდა. მაგიდას მიუჯდა მშობლებისთვის წერილი უნდა მიეწერა,მაგრამ სიტყვები არ ჰყოფნიდა ან რა უნდა მიეწერა იგი ხომ მათ ამ უსამართლო, საზიზღარ ქვეყანაში ტოვებდა და თვითონ გარბოდა...
დაწერა,მაგრამ თვითონაც არ იცის რა... საათს შეხედა ელოდა თორმეტის შესრულებას, რამოდენიმე წუთი რომ დააკლდა მაგიდას მოშორდა, ჭიქა წყლით გაავსო და თავის პატარა აივანზე გავიდა... ყვავილები უყვარდა, უნდოდა თავისი ბაღი ჰქონოდა. ეს მისმა მეგობრებმაც იცოდნენ, ამიტომ ბევრ ყვავილს ჩუქნიდნენ. აივანი სავსე ჰქონდა ყვავილებით, მაგრამ მისთვის გამორჩეული მხოლოდ ერთი იყო,ის რომელიც მან აჩუქა, მისმა ცხოვრების სიყვარულმა.წყალიც მხოლოდ მისთვის მოიტანა ამ უკანასკნელად. დაუსხა, ჭიქაც იქვე დადგა, მოაჯირზე ავიდა მისთვის ნაცრისფერ სამყაროს ბოლოჯერ მოავლო თვალი და დაგადახტა, ასფალტი წითლად შეიღება...
ამ ქვეყანას კიდევ ერთი წესი ჰქონდა: განსხვავებული არ უნდა ყოფილიყავი. ის კი ბიჭი იყო რომელსაც ბიჭი შეუყვარდა,იგი ბევრ შეკითხვას სვამდა, რაც არ შეიძლებოდა,სიცოცხლით სავსე იყო და ყვავილები უყვარდა, რაც უცნაურად ითვლებოდა, მან გული ატკინა, ცხოვრების აზრი დაკარგა... ბრძოლოს უნარიანი არ იყო, არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, სირთულეების დაძლევა.
იცოდა რაც გააკეთა ცუდი იყო, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავდა, თავს სუსტად მიიჩნევდა, ამიტომ წერილშიც ეს დაწერა: "ბოდიშით, რომ სუსტი ვიყავი"________________________________
ჩემი პირველი ნოველა არ არის, მაგრამ პირველია რომელიც გამოვაქვეყნე ამიტომ ძაან მკაცრად ნუ განმსჯით😁