56

90 9 22
                                    

დილას პირველი ჯონკუკი დგება, დილის ცხრა საათია ჩუმად იცვამს და სუმის ოთახში გადის
-სუმი

ჯონკუკი სუმის აღვიძებს
-სუმი
-.....
-სუმი მა გაიღვიძე

სუმი თვალებს ახელს
-სანისთან უნდა წახვიდე ადექი რა
-სანისთან უნდა დავრჩე?
-ხო და ხვალ მოგაკითხავ
-შენ და მამა სად მიდიხართ?

ჯონკუკი უკვე სუმის აცმევდა
-სამსახურის საქმეა მა
-კარგი
-მიდი კბილები გაიხეხე მე შენ ჩანთას ჩავალაგებ
-კარგი

სუმი აბაზანაში წავიდა

ჯონკუკმა ჩანთა ჩაალაგა და ცოტახანში სუმი გამოვიდა აბაზანიდან
-სუმი რამე სათამაშოს წაღება გინდა?
-შეიძლება ეს კალიასკა და საპრანჭავები წავიღო
-კი ოღონდ იქ რომ მიხვალ სანის დაუჯერე კარგი?
-კარგი
-კარგი წამოდი ოღონდ ჩუმად მამა არ გავაღვიძოთ

ჯონკუკმა სუმი სამზარეულოში წაიყვანა
-სუმი გინდა ტოსტები
-მამა ფაფას მაჭმევს ხოლმე
-არ ვიცი ფაფის გაკეთება, თუ გინდა წავიდეთ და გზად ბურგერები ვიყიდოთ
-მინდა მინდა
-კარგი წამო ოღონდ მამას არ უთხრა რომ ფაფის მაგივრად დილას ბურგერები გაჭამე
-კარგი არ ვეტყვი

სახლიდან გავიდნენ გზად ბურგერები და კართოფილი იყიდეს , ერთ საათში ჯონკუკი სანისთან მივიდა, კარზე დააკაკუნა
-ჩემი სუმი მოვიდა

სანიმ კარები გააღო
-გამარჯობა ბებია
-სუმი როგორ მოენატრე
სანი სუმის ჩაეხუტა
-სანი აი მისი ჩანთა და სათამაშოები
-კარგი
-მე მეჩქარება თეჰიონი მელოდება და დამაგვიანდება
-კარგი წადი
-სუმი მოდი გაკოცო
ჯონკუკი სუმის კოცნის
-ხვალ მოვაკითხავ სანი შენ ხომ არ გქონდა გეგმები
-არა სახლში ვარ როცა გინდა მოაკითხე
-კარგი ხვალამდე

ჯონკუკს უკან დასაბრუნებლად ისევ ერთი საათი ჭირდება. გზად თეჰიონისთვის კრუასანს და მარწყვის ნაყინს ყიდულობს სახლში რომ მიდის თეჰიონი სამზარეულოში ხვდება
-ეეე ვერ მოვასწარი
-რა
იცინის თე
-შენთვის საუზმე ვიყიდე და მინდოდა ლოგინში მომეტანა
-თუ გინდა დავბრუნდები ლოგინში
-ახლა აზრი არ აქ
-კარგი რა დაიკიდე აბა რა მომიტანე
-კრემიანი კრუასანები და მარწყვის ნაყინი
-ეეე

Love each OtherWhere stories live. Discover now