"აჰა მიიწურა ზამთარი"

14 3 0
                                    

ნაწილი (II)
თამაზ ჭილაძე
10. გიორგი უგრეხელიძის 15 წუთი

გიორგი უგრეხელიძე აბაზანის ოთახში, სარკის წინ პირს იპარსავდა. ელენეს,თორნიკესა და ლიზიკოს ჯერ კიდევ ეძინათ.
გიორგი დარწმუნებული იყო რომ, არავინ უსმენდა, ამიტომ მხიარულად ღიღინებდა მისი ოჯახის რომელიმე წევრს რომ შემთხვევით მოესმინა ძალიან გაუკვირდებოდა.

გიორგი ახლა მარტო იყო. სიმარტოვე მისთვის თავისუფლებას უდრიდა,  თავისუფალი კი ის მხოლოდ დილით, აბაზანის ოთახში იყო. აქ მას ვერავინ ხედავდა.
გიორგი უგრეხელიძე სახეს უცნაურად, ათასნაირად მანჭავდა  და თქვენ წარმოიდგინეთ, თავისთავს სარკეში ენასაც კი უყოფდა.თავისუფლების ეს 15 წუთი გიორგის ყველაფერზე მეტად უყვარდა. შეიძლება ამიტომაც კი დგებოდა ასე ადრე. მას პირი უკვე გაეპარსა. ახლა კანს ორი თითით ჭიმავდა და ზედ სამართებელს ფრთხილად უსვამდა. სიამოვნებდა მოქნილსა და რეზინასავით დაჭიმულ კანზე  ცივი ფოლადის შეხებას რომ გრძნობდა. უხაროდა რომ ასეთი მოქნილი პირის კანი ჰქონდა, თუმცა აგერ ოცდაათ წელზე მეტია გრიმს იკეთებდა.
გიორგი უგრეხელიძე  58 წლისა იყო!.
ორი წელიც და მას ალბათ იუბილეს გადაუხდიდნენ. გარეთ თანამშრომლებთან, თუ სხვა ნაცნობებთან ამ  იუბილესთვის მზად იყო.
შეფერებული ჰქონდა, თუ შენი თავი შენ თვითონვე არ დააფასე, სხვა უფრო არ დაგაფასებს,—ამბობდა გულში გიორგი,—რაც არ უნდა მაღალი ჯილდო მოგცენ, არ გაგიკვირდეს.იცოდე, მისი ღირსი ხარ! თავმდაბლებს პატივს არ სცემენ. თავმდაბლობა გენიოსების თვისებაა, გენიოსები კი აღარ იბადებიან!"
ოღონდ შინ როცა ასე მარტო რჩებოდა უკვირდა, რომ მალე სამოცი წლისა უნდა გამხდარიყო. ჭაბუკივით ენერგიითა და სურვილებით იყო სავსე. არც დაღლილობას გრძნობდა არც ავადმყოფობას უჩიოდა.გული არც კი იცოდა, ჰქონდა თუ არა. შეეძლო კიბეზე სირბილით ასულიყო. ბიჭივით ეცურავა, ეცეკვა, ღამეები გაეტეხა. მაგრამ ეს მხოლოდ მან ერთმა იცოდა!
სხვებთან ის ოდნავ მოტეხილი, უამრავი საქმით დატვირთული კაცის იერს ატარებდა.სწორედ ისეთს, მის ასაკს რომ შეეფერებოდა.
გიორგი ახლა წელს ზევით შიშველი იყო. დაუფარავი სიამოვნებით უყურებდა თავის სხეულს, დაძარღვულ კუნთებიან მკლავებს, განიერ მკერდს, ჭაღარაგარეულ ბალანს რომ დაეფარა.  თეთრსა და მაღალ ყელს საიმედოდ და მტკიცედ ეჭირა მისი მრგვალი, პატარა თავი. თმა ისეთი ჯიუტი და ხშირი ჰქონდა შიგ სავარცხელი ტკაცუნობდა.
,,ჰა-ჰა-ჰა-ჰა,—იცინოდა გიორგი თავისთვის,—მე ხომ სრულიად ახალგაზრდა ვარ! თორნიკეზეც უფრო ახალგაზრდა!"
ღიღინიდან სიმღერაზე გადავიდა ხმას ნელ-ნელა უწევდა, თითქოს ხედავდა როგორ,ყელიდან ბგერა როგორ იზრდებოდა და ბზინავდა საპნის ბუშტვით. ეს მბზინავი ბუშტები დაფარფატებდნენ ირგვლივ. თითქოს ეძახდნენ, თავისკენ ეწეოდნენ მსგავს სხვა უამრავ ბგერას, ფილტვების წკრიალა დარბაზებში რომ იბადებოდნენ და ამ ძახილით გათამამებულები, ზევითა და ზევით მიილტვოდნენ.
გიორგი პაპიროსს არ სწევდა! არც ღვინოს სვამდა!
-აჰ,—მღეროდა ის თითქოს,—აჰ, როგორი ახალგაზრდა ვარ!"
მერე სამართებელი დაკეცა და თაროზე დადო. ონკანი მოუშვა,წყლის ნაკადს ორივე პეშვი მიუშვირა და წყალი სახეზე შეისხა. მერე სველი ხელები კისერსა და მხრებზეც მოისვა.
,,ოჰ, ოჰ,ოჰ,——ნეტარებისგან ფრუტუნებდა გიორგი,— იუბილე.... იუბილე....."
მერე ხმას მოუწვრილა და თითქოს კრინით წაიმღერა:
—იუბი-ლე-ე-ე-ე!
თითქოს ვიღაცეებს დასცინოდა, იმიტომ რომ, ატყუებდა და ვერც კი ამჩნევდნენ. განა შეიძლებოდა ასეთი ახალგაზრდა კაცისთვის იუბილეს გადახდა? თუმცა, ვინ რა იცის,რომ მე ახალგაზრდა ვარ?არც არის საჭირო! ესეც წაიმღერა:
- სა-ჭი-რო-ო-ო-ო!
ასეთი მხიარული იყო ყოველ დილით, ასევე იქნებოდა,ალბათ მუდამ.... დიდხანს.... ძალიან დიდხანს.....

მას წესით ჰამელოტის როლი უნდა ეთამაშა.თუ საქმე საქმეზე მიდგებოდა ითამაშებდა კიდეც.მაგრამ სხვების, მოერიდა.იმათ ხომ ის უკვე მოხუცებული ჰგონიათ? მოხუცებული...

არა, ჰამლეტის როლს ხელმწიფისა ერჩივნა.ასარჩევად რომ ყოფილიყო მაინც ხელმწიფის როლს აირჩევდა. იმიტომ რომ უფრო სოლიდური იყო.
მას ჰამლეტი არ უყვარდა.ალბათ ისევე როგორც პიესაში ხელმწიფეს თავისი—-ძმისწული.
გიორგი ჰამლეტს მეტიჩარა თავქარიან ყმაწვილს ეძახდა, რომლის მსგავსი დღესაც უამრავი დაძრწოდა ქუჩაში. ისინი აღიზიანებდნენ ზედმეტი სითამამითა და ცნობისმოყვარეობით.
არა,თორნიკე სულ სხვანაირია,—ფიქრობდა გიორგი,—თორნიკე მე მგავს. თუმცა მე მასზე ახალგაზრდა ვარ. ნამდვილი ახალგაზრდა მე გახლავართ. რა გგონიათ ახალგაზრდობა თქვენ? ეჭვი? ჰა-ჰა-ჰა-ჰა! სიყვარული? ჰა-ჰა-ჰა-ჰა! ოცნება?  არა, თორნიკე მე მგავს....
მერე თავისი მეუღლე ელენე გაახსენდა. ის ჯერ კიდევ ლოგინში იწვა. პირ-აღმა გაჭიმული.
დაბერდა! რა უცებ, მოულოდნელად,შეუმჩნევლად დაბერდა ელენე. გიორგის ამის გაფიქრება სინანულთან ერთად უნებურ სიხარულსაც ანიჭებდა:

აი, ელენე დაბერდა თვითონ კი....
რათქმაუნდა ელენე ჯერ ვერ გრძნობდა რომ დაბერდა. ის ქალები, რომელთაც შვილების გაზრდაზე ჯაფა არ დადგომიათ, სიბერეს ადვილად ვერ ურიგდებიან. თუმცა გამუდმებით სარკის წინ სხედან, მაინც ვერაფერს ხედავენ.

არც ნაოჭი არც უცაბედოდ მომრავლებული ჭაღარა მათ არაფერს ეუბნება. სიბერე თითქოს მხოლოდ სხვებისთვისაა მოგონილი.

ქათინაურები... ისინი ხომ ხშირად ისმენენ. მათთვის პირდაპირი მნიშვნელობით ჟღერს.

სიტყვის უკან არ იხედებიან... არც ცდილობენ,გადაიხედონ....რისი დაჯერებაც უნდათ იმას იჯერებენ.!

"აჰა მიიწურა ზამთარი"Where stories live. Discover now