6 💀

463 48 5
                                    

იმ დღეს, ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ საუკუნეში ყველაზე დიდი მზის დაბნელება იყო მოსალოდნელი. ეს სულ 2 წუთით იქნებოდა. მე ეს ყველაფერი არ დავიჯერე და საქმის კეთება გავაგრძელე, სახლში ბევრი ოთახები იყო, ამიტომაც ჯერ კიდევ არ მქონდა მესამე სართული ბოლომდე  დალაგებული.

მესამე სართულს ვალაგებდი, როდესაც უეცრად ჩამობნელდა, მეგონა ცუდად ვხდებოდი ამიტომ საწოლზე ჩამოვჯექი. მოულოდნელად სარკეში, რომელიც ჩემს პირდაპირ ეკიდა ჯონქუქი დავინახე

-ჯონქუქ..? გესმის ჩემი..?
-ჯიმინ, მისმინე ცოტა დრო მაქ ასახსნელად. მოკლედ ჩემი სხეული გაანადგურეს, ამიტომ არ შემიძლია შენს სამყაროში გადმოსვლა, ძალიან გთხოვ ფრთხილად იყავი. თეჰიონი, მას არ ენდო ის, ის არ არის ვინც შენ გგონია, მენატრები... აუცილებლად ვნახავ გზას რომ ისევ შენთან დავბრუნდე...
უეცრად მზის სხივებმა გამოანათა, ის კი გაქრა. დიდი ხანი ვტიროდი სარკესთან და ვთხოვდი კიდევ გამოჩენილიყო, მაგრამ არსად ჩანდა. მხოლოდ ჩემი ტირილისგან დასიებული და ჩაწითლებული თვალები იყო.

პირველ სართულზე თეჰიონი დამხვდა, როგორც ყოველთვის ხასიათზე არ იყო, სახეზე ფერი არ ედო და ხმას არ იღებდა.
-თეჰიონ, სასწრაფოდ უნდა დავილაპარაკოთ.
ხელით ვანიშნე გარეთ გამოსულიყო.

გარეთ გავედი და სიგარეტს მოვუკიდე, მართალია დიდი ხანია რაც მოწევას თავი დავანებე, მაგრამ ახლა მიზეზი მქონდა ამისთვის
-ჰეი, მინდა კარგად მომისმინო.
მას რეაქციაც არ ჰქონდა
-ვიცი რომ თეჰიონი არ ხარ, მინდა მითხრა ვინ ხარ და რა უქენი ჩემს ერთადერთ მეგობარს.
ის ისევ ხესავით იდგა და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა.
-მისმინე, ძალიან გთხოვ მე მის მეტი არავინ გამაჩნია! ის ჩემი სისხლი და ხორცია! გთხოვ ნუ წამართმევ მის მეტი არავინ დამრჩენია ამ ქვეყნად!!
ხელები მიკანკალებდა, როგორც ჩანს პანიკური შეტევა დამეწყო, ვეღარ ვსუნთქავდი და მას ხელებს გაუჩერებლად ვურტყამდი. მაგრამ ის ისევ ხესავით იდგა.

Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant