32

637 62 47
                                    

რაც მე ამ თავზე ცრემლები მაქ
ნაღვრელი

-----------------------------------------------------

ჯონგუკი და ლისა მანქანის კაპოტზე ისხდნენ, ნაყინს ჭამდნენ და ულამაზეს ზღვას იყურებდნენ, რომელიც სინათლეს ირეკლავდა.

"კარგი დღე იყო..."-ამოისუნთქა ჯონგუკმა.

"ხო, მართლაც კარგი იყო."-თქვა ლისამ და ჯონგუკს ხელი ჩაკიდა.

"არ გამოგვივა, ხომ?"-ლისას ცრემლები ჩამოსცვივდა და ჯონგუკს შეხედა, რომელმაც თვალები დახუჭა.
შემდეგ მანაც შეხედა და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. მათ ორივეს ჰქონდათ პასუხები, მაგრამ ვერცერთი ვერ ამბობდა ამას ჯერ ხმამაღლა. ჯონგუკს არ შეუძლია ლისასთვის ამის თქმა პერფომანსამდე რამდენიმე საათით ადრე.

"ლისა..."-ჯონგუკი სახეზე მოეფერა მას.

"ჯონგუკ..."-ლისამ მის ტუჩებზე ნაზი კოცნა დატოვა რაზეც ჯონგუკმა უკან დაიხია. ლისამ დაბლა დაიხედა და ატირდა.
ჯონგუკი ძლიერად ჩაეხუტა. მან უნდა უთხრას მას. მათი ურთიერთობის ასე გაგრძელება მომწამველი ხდებოდა მათთვის.

"იმედი მაქვს..."-თქვა ჯონგუკმა და ცრემლები წამოუვიდა.

"მეც..."-ლისა უფრო ძლიერად ჩაეხუტა მას. ეს ნებისმიერ წამს განადგურდება, მათ უნდა მოამზადონ მენტალურად თავიანთი თავები ამისთვის.
----------------------------------------------------

ჯიმინი თემინის მანქანაში ჩაჯდა და კარი ძლიერად მოიჯახუნა.

"ყველაფერი კარგადაა?"-კითხა თემინმა.

"კი, წავიდეთ."-სწრაფად უთხრა მან.

"კარგი."-თემინმა მანქანა დაძრა და დაინახა ჯონგუკი რომელიც ჭიშკრის გარეთ იდგა.

თემინს გული შეეკუმშა. ნუთუ ნამდვილი სურათის რაღაც ნაწილს ვერ ხედავდა? მან ზედმეტად სუსტად იგრძნო თავი იმისთვის, რომ ჯიმინისთვის ეკითხა რამე ხდებოდა თუ არა მას და ჯონგუკს შორის.

STRAIGHTDonde viven las historias. Descúbrelo ahora