Colloration

295 6 4
                                    

აი ზუსტად ის პერიოდი მაქვს, თავიანთი სიყვარული რომ უღალატებთ და ყველაფერზე რომ მიდიან, თუნდაც ტკივილის ჩასახჩობად,
მეგობრის ივენთზე ვარ.
სხვადასხვა ქვეყნების, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულ ბიჭებს ხარბად ვათვალიერებ, მინდა დღეს სრულიად დავზეხელაღებული ვიყო, მინდა ამ პატარა ბიჭებით ვისიამოვნო.
დიდ აუზთან მდებარე პატარა ბართან მივდივარ.
ცოტა დალევა არ მაწყენ.
- თუ რაიმე ძლიერი გაქვს დაასხით.
ვეუბნები შავგრემან ბარმენს, რომელსაც ხელები ტატუებით აქვს დაფარული და დიდი შავი თვალებით მიყურებს.
მის გარეგნობას უშვალოდ ეტყობა რომ ამერიკელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ვის ადარდებს ეს ხომ ქალაქია სადაც ნამდვილ ამერიკელს ვეღარ იპოვნი.
- აიღეთ თქვენი სასმელი.
ამასობაში ბარმენიც უცხო აქცენტით მაწვდის სასმელს.
სასმელი მწვანე ფერისაა, დაუფიქრებლად მიმაქვს ტუჩებთან და ვსვავ, ჩემდა გასაკვირად ყელი არ ჩაუწვავს, თითქოს ოდნავ სასიამოვნოცკია.
- მის სიტკბოს არ ენდო, მალე თაბრუს ხვევას იგრძნობ.
ჩემს გვერდიდან მესმის ბრიტანული აქცენტი, მისკენ ვბრუნდები.
მისი აღწერა მიჭირს, მეშინია რაიმე არასაკმარისად არ წარმოვთქვა, მისი თვალები სასმელისგან ოდნავ გაშავებულია, მაგრამ მაინც ეტყობა მომწვანო ფერი, ტუჩები თხელი მაგრამ წითელი, სწორი ცხვირით და გრძელი ხვეული თმები ერთმანეთში აქვს ახლართული.
შავი გამჭირვალე საროჩქა აცია, მისი მხრებიდან იწყება ტატუები და მთელს სხეულს ედება.

ჯანდაბა.

ზედმეტად სექსუალური არსება ზის ჩემს წინაშე.
- მე ჰარი მქვია.
თვალისმომჭრელი ღიმილით მეუბნება და ხელს ჩემსკენ იწვდის.
- სასიამოვნომა, დიანა.
მის გამოწვდილ ხელს ჩემსას ვახებს, ძლიერად მეჭიდება ხელზე და თვალს მიკრავს.
- სტუდენტს არ გავხართ, ლექტორიც ნამდვილად არ ხართ, ვიმახსოვრებ მათ და არ მეცნობით. აქ რამ მოგიყვანათ.
თვალებით კონტაქტს არ წყვეტს.
- ეს ივენთი ჩემი მეგობრის დაგეგმილია და უბრალოდ დამპატიჟა.
მხრებს ვიჩეჩ.
- ნამდვილად დააკლდებოდით აქაურობას, დიანა.
მის სიტყვებზე ვიღიმი, ჰარი ტუჩებზე ენას იტარებ მე კი უნებლიედ ვიქცევ ჩემს ქვედა ტუჩს კბილებს შორის.
- ღმერთო ჰარი, ისევ შენ.
უკვე მეორე მხრიდან მესმის ხმა, ჩემი სხეული მალევე ეგება გონს და გვერდით ვიხედები.

IMAGINESWhere stories live. Discover now