ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებს თავს ძლივს ვწევ ბალიშიდან რომ ვუპასუხო,სახელს დავხედე " WORLD WIDE HANDSOME JIN" ამ სახელზე ჩამეცინა თვითონ მთხოვა ჯინ ჰიონმა რომ ტელეფონის ნომერზე ეს სახელი დამეწერა.
-გისმენ ჰიონ-ვპასუხობ ნამძინარევი ხმით,
-გისმენ ჰიონ კი არა დროზე უკანალი აწიე და ჩემთან მოეწებე თორემ ჩემს ახალ ნაყიდ ჭურჭელს თავში გირტყამ!! ისე იცი რა კარგი ჭურჭელი ვიყიდე? რომ მოხვალ განახებ,და დროზე თვალი არ უნდა მქონდეს დახამხამებული უკვე აქ უნდა იყო-და ისევ ჩამყვირა ყურში
-კარგი კარგი მოვდივარ-ვუთხარი და გავუთიშე,დღეს დასვენების დღეა და ჯინმა გადაწყვიტა რომ ყველა ერთად შევეკრიბეთ,ღმერთო როგორ მეზარება
აბაზანაში შევდივარ და წყალს ვივლებ თან კარგად გამოვფხიზლდი, სამზარეულოში ჩავდივარ და ჩემთვის მაგარ ყავას ვიკეთებ შემდეგ ჩემს ფეხსაცმელებს ვეძებ ნეტავ სად წაიღო ბამმა?(ხო ესე ქვია თავის ძაღლს?)
არა ნამდვილად ჭირდება ამ სახლს კარგი დიასახლისი,იმედია არ გგონიათ რომ ქალსზე ვსაუბრობ არა მე ყოველთვის ბიჭებს ვანიჭებდი უპირატესობას,მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე ვინმე ისეთი ვინც შემეფერებაჩემი იდეალი ტიპი ასეთია: უნდა იყოს საყვარელი,ლამაზი რათქმაუნდა ,სისუფთავე უნდა უყვარდეს,კიდევ მხიარული უნდა იყოს ჩემზე პატარა და დაბალი, და რაც მთავარია მე უნდა მომიაროს,წარმომიდგენია როგორი კარგი იქნება დილით რომ ავდგები და საუზმეს რომ მომიმზადებს,მაგრამ მგონი ასეთი ბიჭები არც არსებობენ.
მგონი ოცნებებში ძალიან წავედი,გარეთ გავდივარ და ჩემს ახალ გასისინებულ მერსედესში ვჯდები და ჯინის სახლისკენ გზას მივუყვები,შუქნიშანი წითელს ანათებს და მეც ვჩერდები,ჯიბიდან სიგარეტს ვიცურებ და პირში ვიქცევ და ნაპას ვურტყამ,დიდად მწეველი არ ვარ მაგრამ ხანდახან განტვირთვა მჭირდება.
შუქნიშანი მწვანეს ანთებს და მეც სიგარეტს ბარდაჩოკზე შემოდებულ საფერფლეში ვწვავ,მანქანას სიჩქარეში ვრთავ და უნდა წავსულიყავი როცა წინ ვარდისფერ თმიანი პატარა ბიჭი გადმოხტა და ხელით შემაჩერა,გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე გახსნა კარები და შიგნით ჩამიხტა
