1

284 8 8
                                    

-ჯიმინ გააღე კარები უნდა წავიდეთ
-.........
-ჯიმ ვიცი რომ ცუდად ხარ მაგრამ უნდა წამოხვიდე, მის ბოლო პანაშვიდს უნდა დაესწრო
-.......

თეჰიონს ოთახიდან მხოლოდ მისი ტირილი ესმოდა
-ჯიმ გთხოვ გააღე
-წადი თე

მგონი ამ სამი დღის მანძილზე ჯიმინმა პირველად თქვა ორი სიტყვა ერთად
-ჯიმინ ამას ინანებ ვიცი რომ ინანებ ადექი მოემზადე გთხოვ
-....
-ჯიმ სამამდე ვითვლი ან გამიღებ ან კარებს ჩამოვიღებ ხომ იცი არ გამიჭირდება. ერთი...ორი
- მოიცადე

მალევე ისმის ნაბიჯების ხმა და მალევე კარები იღება
-ჯიმ
თეჰიონს ასეთი ჯიმინი არასდროს უნახავს, ტირილისგან სახე სულ დასიებული და წითელი ქონდა, უძილობისგან ჩაშავებული თავალები, წონაშიც დაკლებული ქონდა რადგან ეს დღეები ოთახიდან არ გამოსულა არც უჭამია ნორმალურად
-ჯიმ უნდა წავიდეთ
-მე არ შემიძლია

ჯიმინი სისუსტისგან ფეხზე ვეღარ იდგა ამიტომ იქვე კარებთან კედელს მიეყრდნო და იქ დაჯდა
-ჯიმ მესმის რომ გტკივა მაგრამ
-ნუ მეუბნები რომ გესმის, შენ ამას ვერ გაიგებ თე, შენ ეს არადროს არ გადაგიტანია და ვერც კი წარმოიდგენ ახლა რას ვგრძნობ, ის მოკვდა მარტო დამტოვა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი დავკარგე ამიტომ ნუ მეუბნები რომ გესმის
-მართალი ხარ არ ვიცი მაგრამ მინდა რომ კარგად გახდე .ახლა კი უნდა წავიდეთ
-თე არ შემიძლია მას ვერ შევხედავ არ შემიძლია, შეიძლება გული გამისკდეს

ჯიმინმა თავიდან დაიწყო ტირილი და სხეული აუკანკალდა
-გავიგე რომ არ შეგიძლია მაგრამ უნდა შეძლო , მერე შენ თავს ვერასდროს აპატიებ რომ არ წახვედი და არ ნახე
-მე ცუდად ვარ
-მე შენთან ერთად ვიქნები და დაგეხმარები
-არ დამტოვებ?
-არა ჯიმ შენთან ვიქნები წამოდი

თეჰიონმა ჯიმინი წამოაყენა და მალევე შეეცადა მის მომზადებას

-მზად ხარ
ჯიმინს შავი შარვალი, პერანგი და პიჯაკი ეცვა
-ძალიან კარგად გამოიყურები
-ამას აღარ აქ მნიშვნელობა
თეჰიონმა არაფერი უპასუხა
-კარგი წავიდეთ დაგვაგვიანდება ბიჭებიც გველოდებიან

✨Where stories live. Discover now