8💀

430 49 6
                                    

გახდა თუ არა ღამის სამის ნახევარი მე მეოთხე სართულისკენ წავედი. ბნელოდა ამიტომ ფანარი წავიღე ასევე სანთელი და სარკე.

საათს დავხედე უკვე სამი საათი იყო, სანთელი ავანთე სარკეში ჩავიხედე.
-ლუციფერ გამოჩნდიიი
საშიში ხმით დავიძახე და დაახლოებით 15-წუთი ველოდებოდი იმ იმედით, რომ ვინმეს დავინახავდი.
-მოიცა, იქნებ ლუციფერი არაა მისი ნამდვილი სახელი... ააა ეგ ხომ მამამისია რა დებილი ვარ...

დიდი ხანი ვფიქრობდი მის სახელზე მაგრამ გონებაში არაფერი მქონდა.
ბოლოს გამახსენდა მან, რომ ყელსაბამი დამიტოვა იქნებ იქ იყოს რამე ყოველთვის ყელზე მეკიდა და არ ვიხსნიდი. ისიც აქაა ისევ ანათებს ეს ალბათ კარგის ნიშანია. დიდხანს ვაკვირდებოდი საბოლოოდ დანებება გადავწყვიტე, როდესც ყელსაბამში სანთლის შუქზე წარწერა შევამჩნიე "ელიგოსი"
-ელეგოს გამოჩნდი.
ფრთხილად ვთქვი სახელი და თვალები დავხუჭე. მივხვდი, რომ საფრთხე არ მემუქრებოდა, ამ შელოცვამ კი რა თქმა უნდა არ გაამართლა. კიდევ 10-წუთი ვიჯექი სასწაულის მოლოდინში. უეცრად უკნიდან ვიღაც დამექაჩა ეს ჯონქუქი არ ყოფილა ვიღაც სხვა, იყო ეს აურითაც კი იგრძნობოდა. როდესაც სარკიდან გადმოვიდა გაქცევა დავაპირე.
-ჯიმინ! შენ ჯიმინი ხარ ხომ?
მე ადგილზე გავიყინე ნეტა საიდან იცის ჩემი სახელი? ან საიდან მიცნობს? ან აქ რა უნდა? მე მეგონა ჯონქუქი მოვიდოდა.
-ვინ ხარ?
არც შევბრუნებულვარ ისე ვკითხე.
-მე ჯონქუქის მეგობარი ვარ იონჯუნი გთხოვ შემომხედე, არაფერს დაგიშავებ.
მე ნელა შევბრუნდი და მართლაც რომ ჩვეულებრივი ადამიანი დამხვდა მაღალი და სიმპათიური, არადა საშიშ მონსტრს ველოდი.
-ჩემი... ჩემი სახელი საიდან იცი?
-ჰაჰ... ჯონქუქი შენზე ბევრს მიყვებოდა, მას ძალიან მოენატრე ალბათ მალე დაბრუნდება, მანამდე კი მე გამომგზავნა შენს დასაცავად ქაისგან.
მე სიხარულისგან ხტუნაობა დავიწყე, ისე მიხაროდა ლამის იონჯუნს ჩავეხუტე და ვაკოცე.
-ანუ..? ანუ ჩემი ქუქი მალე დაბრუნდება?
მას გაეცინა ამის გაგონებაზე.
-ხომ იცი რომ თვით ლუციფერის (ეშმაკის) შვილზე საუბრობ.
-ჩემთვის სულ ერთია ვინც გინდა ის იყოს.
მე დავიმორცხვე და სახე გამიწითლდა.

საბოლოოდ მე და იონჯუნმა ერთმანეთს გავუგეთ. ის მეოთხე სართულის ერთ-ერთი ოთახში დავაბინავე და ყოველ დღე ჩუმად საჭმელი ამქონდა იუნგის ან თეჰიონს რომ არ გაეგო, მაგრამ თეჰიონი რის თეჰიონია თუ ყველაფერში ცხვირი არ ჩაყო.

ერთ დღეს, როდესაც გემრიელი, წვნიანი ხინკალი მიმქონდა იონჯუნთან უკან გამომეკიდა.
-ჯიმიიინ რას მიმალავ მანდ?
-არაფერს უბრალოდ მინდოდა მარტო მეჭამა.
-ასი ხინკალი მარტო უნდა ჭამო!?
-კი ბოლო დროს ძალიან დავსუსტდი და მინდა ფორმაში ჩავდგე.
ეს ვუთხარი და თან ძალით გავიცინე, რომ ჩემი საცოდავი ტყუილი დაეჯერებინა.
-ჯიმინ ვიცი რომ ზემოთ ვიღაცას მალავ.
-თეჰი მაპატიე აქამდე უნდა მეთქვა...
მე აფერისტული ტირილი დავიწყე და თან თავს ვაცოდებდი.
-ვიცოდიიი... ასეც ვიცოდი... აი შენ გაფუჭებულო ბავშვო ვიცოდი რომ ვიღაც გყავდა და რაღაცეებს ჩათლახობდით ზევით.
თეჰიონმა ბებერი გასათხოვარი ქალივით დაიწყო ყვირილი. მე პირი დავაღე, მგონი მან რაღაც არასწორად გაიგო.
-არა თეჰი ეს ის არაა რასაც შენ ფიქრობ ის უბრალოდ მეგობარია...
ამ ყვირილზე იონჯუნი გამოვიდა ოთახიდან.
-ვაი... მგონი დამინახა
-შენ პატარა ლაწირაკო შენ ხარ ხომ ჯიმინის შეყვარებული მოდი აქ მოგკლავ.
მე ხინკლებით სავსე ლანგარი ხელიდან გამივარდა და თეჰიონისკენ გავიქეცი.
-გთხოვ თეჰი ის ჩემი მეგობარია არაფერი დაუშავო
-მოიცა... ანუ... შენ ამ ქათამში გამცვალეეე!? აღარ ვართ მეგიბრებიიიი!?
ახლა თეჰიონმა დაიწყო აფერისტული ტირილი
-თეჰიონ ორსულად ხარ? უმიზეზოდ, რატომ ტირიხარ? გთხოვ დამშვიდდი.

საბოლოოდ თეჰიონი გაჩუმდა, იონჯუნი კი გამოშტერდა აქ სად მოვხვდიო. თეჰიონს ავუხსენი, რომ ეს ქუქის მეგობარია და ისიც მალე დაბრუნდება ამაზე კიდევ ცალკე მიყვირა და მეჩხუბა.
საღამოს მე იონჯუნთან დავიძინე, რადგან ღამე ჯონქუქი აპირებდა მოსვლას ეს, რომ გავიგე ლამაზი საღამური ჩავიცვი თმებიც დავივარცხნე და გახარებული მივუწექი იონჯუნს.

____________________________________
ალბათ გაიგეთ ჯიმინს კოვიდ19 დაუდასტურდა და თან ოპერაციაც გაუკეთებია. იმედია მალე გამოჯამრთელდება ძალიან ვნერვიულობ ❤️🐤🐥

Ghost's House 🕷️💀 (jikook) (taegi)(დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora