→ელისაბეტის თვალთახედვით←
ძილის წინ იმის ფიქრისას,რომ სახლიდან შორს,ტყეში მეძინა უცნაური სიზმარი დამასიზმრა,გაღვიძებამდე რამოდენიმე წამით ადრე სადღაც კლდეში გადავიჩრხე,ამან მაიძულა შეშინებული წამოვმხტარიყავი.
მზის ნათებამ მიმახვედრა რომ უკვე გათენდა, რამაც ცოტა დამამშვიდა,თუმცა მანქანის ნაცვლად საწოლში ვწევარ,ჰარის ოთახში. გვერდით გავიხედე, გათიშულს ეძინა. ღრმად ჩავისუნთქე და ისევ საბნის ქვეშ შევწექი,თბილად მის გვერდით.
ახლოს მივიწიე და ტუჩებზე ვაკოცე,ღიმილი შეეპატა ტუჩის კუთხეში, რამოდენიმე წამის შემდეგ კი თვალები გაახილა.
-გამარჯობა..
-გამარჯობა.. როგორ წამომიყვანე სახლში?
-ჩვეულებრივ,მკვდარივით გეძინა, მაგრამ ვიცოდი იქ გეშინოდა,თან ვერ დავიძინე და მშვიდად და წყნარად დაგაბრუნე შინ,მეც ღამით გასეირნება გამომივიდა.
-კიდევ ცუდ ხასიათზე ხომ არ ხარ?
-მაკოცე..- წარბები ავზიდე მაღლა, თუმცა მაინც მივიწიე და ვაკოცე.- ახლა უკეთესია..
-სულელო..- ჩავიცინე და ისევ ჩავეხუტე.- ახალ წლამდე სამი კვირა დარჩა..მინდა დიდი წვეულება მოვაწყოთ.
-დიდი რატომ?
-არ ვიცი, მინდა სხვანაირად დავიწყოთ წელი, პატარა შეკრების მაგივრად ცოტა მეტი ვიყოთ,ორმაგად გავერთოთ და ახალ წელს გიჟურად შევხვდეთ.
-კარგი,არაა პრობლემა.- მომღიმარმა მივადე ლოყაზე ხელი.
-ჰარი..
-გისმენ.
-როცა ოფიციალურად დავქორწინდებით..სად ვიცხოვრებთ?
-როგორ თუ სად? აქ, ჩემთან.
-მე რომ ჩემთან მინდა?
-წესით მამაკაცს მიჰყავს ქალი.
-როდის ვემორჩილებით წესებს?- თვალები ფართოდ გაახილა,როცა გაიაზრა ჩემი ნათქვამი აატრიალა და მჭიდროდ მომეხვია.- იქ ბევრი კარგი მოგონება მაქვს..მათ შორის შენც მანდ გაგიცანი.
-ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, კარგი?
-ოჰ.. კარგი.→ერთი კვირის შემდეგ←
ახალ წლამდე დრო ძალიან ნელა გადის,თან მაშინ უფრო, როცა ჰარი სამსახურშია, მე კიდევ უმუშევარი და უსაქმური ყოველდღე ჯულიას სანახავად დავდივარ, ვიდრე ჰენრი ოფისშია, რადგანაც მარტო დატოვება ეშინია. რამოდენიმეჯერ ცუდად გახდა ჯული, ამიტომაც ჰენრი ძალიან ფრთხილობს.
ამასწინათ ჰარი ძლივს დავითანხმე, წავიყვანე და დიდი ნაძვის ხე ვაყიდინე,სათამაშოები და სხვა მოსართავები. ვინაიდან ჩემთან კრისმა და დევიდმა მოაწყო ყველაფერი,ამის გაკეთება მეც მომინდა,თუმცა, როდესაც სახლში მივედით და ყველა ნივთი მოგვიტანეს, აწყობის პროცესი დამეზარა,ამის გამო ჰარი დახრჩობით მემუქრებოდა. ბევრი ბუზღუნის შემდეგ კი მარტომ დაიწყო უზარმაზარი ნაძვის ხის გაშლა. ნამუსმა სანამ არ შემაწუხა და მისი წვალებით არ დავიღალე არ ამიწევია საჯდომი. ძალიან ვიხალისეთ იმ დღეს, საბოლოო ჯამში ულამაზესი გამოგვივიდა.
დღეს კიდევ ერთი უნდა ავაწყოთ, ამჯერად ჰენრისთან,ამაზეც ძალით დავითანხმე, თან ვახშამზე დაგვპატიჟეს და უარს არც ვეტყოდი მათ.
ვინაიდან ჰარის სახლში დაბრუნებას ვერ დაველოდებიდი,ავდექი და ჯულიას სანახავად წავედი,ჰენრიც ისვენებს და ცოტას გავაწვალებ.
სწრაფად გავემზადე,უკვე მზად მწონდა ჩასაცმელი, ამიტომაც მალევე დავტოვე სახლი,პირველივე ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი.
YOU ARE READING
Elizabeth June Smith (H.S) (დასრულებულია)
Fanfictionფიკში მოვლენები ვითარდება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ელისაბეტ ჯუნ სმიტს მშობლები დაეღუპება და მას მეურვე, ჰენრი სტაილსი წამოიყვანს,რომლის უმცროს ძმას,ჰარი სტაილს გაუჩნდება გოგონასადმი ინტერესი და დასაკუთრების სურვილი.