თავი 29

504 32 8
                                    

"Pacing floors and opening doors,
Hoping you'll walk through
And save me boy,
Because I'm too crazy for you.
Crazy for you."

***

ერთი საათია, დივანზე ვწევართ. თავი ჰარის მკერდზე მიდევს, ის კი თმაზე მეფერება.

მილიონობით კითხვა ისევ არ მასვენებს, მაგრამ ძალიან მომწონს მასთან ასე ახლოს ყოფნა და არაფერს ვაკეთებ.

ჩემს რაღაც ნაწილს ეშინია, რომ კითხვებისთვის პასუხების გაცემას თავს აარიდებს, მეორე ნაწილს კი იმის ეშინია, რომ მიპასუხებს და ისეთ რამეებს გავიგებ, რისი ცოდნაც არ მჭირდებოდა.

არ ვიცი, ენდის მიმართ რას ვგრძნობ. არასდროს მინატვრია, რომ ასეთი რამ დამართოდა, მაგრამ რაც უფრო კარგად მახსენდება, რა გაუკეთა ჩემს სახეს, მით უფრო ნაკლებად ვუთანაგრძნობ.

ჰარის საქციელს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის გაგებას არ ვცდილობ.

უბრალოდ ის ვიცი, რომ დეტალების გაგება არასდროს მენდომება.

გონებაში ვატრიალებ ჰარის ნათქვამს. ჩემი დაკარგვის ეშინია იმის შემდეგ, რაც მის ნამდვილ სახეს დავინახავ.

მაინტერესებს, იქნებ მისი ნამდვილი სახე უკვე ვნახე. და სწორედ ჰარია ის ადამიანი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია.

აკვარიუმში როცა ფოტოებს მიღებდა, რომ ეჩვენებინა როგორ მხედავდა. შეიძლება ის ისეთ რამეს ხედავს ჩემში, რისი დანახვაც თავად არ შემიძლია.

ამდენი განსხვავების მიუხედავად, შეიძლება ეს ერთმანეთთან საერთო გვქონდეს.

ვიცი, რომ სამუდამოდ ესე ვერ ვიქნებით. რაღაც კითხვები მაინც უნდა დავუსვა, რომლებიც შინაგანად მჭამენ.

ყველაფერს ვიხსენებ, რაც ჩემთვის აქვს გაკეთებული: როგორ მიბიძგებდა, რომ ფოტოები გადამეღო, ცხოველების თავშესაფარში სამსახურისთვის ვაკანსია დამინიშნა და ახალი კამერა მაჩუქა - სულ ცოტა ხნის წინ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. ვფიქრობ, რამდენად ნაფიქრი ჰქონდა ამ ყველა ჟესტზე და როგორი კეთილი იყო.

Stall / კაბინაWhere stories live. Discover now