"დროა ჩამოვიხსნათ ნიღბები და დავინახოთ ის ერთადერთი გზა,რომელიც ჩვენ ერთმანეთთან მიგვიყვანს."••••••••••••••••••••••
მანქანა მალევე მოიყვანა,შავი დიდი მანქანა იყო,ფირმის სახელი არ ვიცი ვერასოდეს ვერკვეოდი მსგავს რაღაცეებში.
ვიზარებდი,რომ სრულიად უცხო ადამიანს ჩავუჯექი მანქანაში და წარმოდგენა არ მაქვს სად მივყავარ.
მაგრამ ესეც თავგადასავალი,ხომ ვამბობ არა?ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი, ბედნიერი და ლამაზი ღამით ხდება.არ ვიცი რატომაა ჩემი ცხოვრება ასე მოწყობილი...თუმცა არ ვარ წინააღმდეგი.
დილა,მზის შუქი,ნამდვილად არაა ჩემი. ღამე,მთვარის ანარეკლი,ეს ისაა რის დროსაც დავიბადე და დიდი ალბათობით სწორედ მაშინ შეიქმნა ჩემი ბედიც.რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ყველაზე დაცულად და უსაფრთხოდ თავს ღამით ვგრძნობდი,ვიდრე დილით მრავალი ადამიანის ირგვლივ.
ყველა მაღიზიანებს მაგ პერიოდში,ძალიან მომაბეზრებლები არიან და მუდამ გულს მტკენენ.
შუა ღამეს გაცნობილი ხალხი და გატარებული სასიამოვნო დრო ალბათ სულ სხვა სამყაროა ჩემთვის."სად მივდივართ?"-ვეკითხები ზეინს და ჩამოწეულ საქარე მინაში ვყოფ თავს.
თბილი ნიავი სასიამოვნოდ მეხება სახეზე და ისეთი შეგრძნება მაქვს ნაზად მეფერება.
YOU ARE READING
Three steps above the sky ||Z.M
Teen Fiction"Everything you see is a part of your imagination, everything you see is a lie" VanillaGirl. Z.M. 2021