5 🔞

64 3 1
                                    

-შეყვარებული?
-ხო შეყვარებული, არ გინდა?
-მე
ჯიმინმა ჯონკუკს ახედა
-მე ვფიქრობ

ჯონკუკი ძალიან დაიბნა
-გასაგებია არ გინდა
-ბოდიში უბრალოდ
-არ არის საჭირო ჯონკუკ თუ არ გინდა

ჯიმინი ადგა
-მადლობა საჭმლისთვის ახლა უნდა ვიმუშაო
-ჯიმინ

ჯიმინი მისკენ მოტრიალდა
-მომწონხარ მაგრამ მე

ჯიმინიც დაიბნა, თუ მოსწონს რატომ არ უნდა მისი შეყვარებული ვიყო?

-ჯონკუკ ვერ გავიგე
-უბრალოდ არ გიცნობ ჯიმ შენზე არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ ადვოკატი ხარ მეტი არაფერი
-გასაგებია
-მინდა რომ ჯერ გაგიცნო, შენ იმაზე მეტი რამ იცი ჩემზე ვიდრე უნდა გცოდნოდა
-გუკ

ჯიმინი ისევ მაგიდასთან დაჯდა
-და რისი ცოდნა გინდა
-რავი ყველაფრის რაც გინდა რომ ვიცოდე შენს შესახებ
-კარგი, ბუსანიდან ვარ, სწავლის გამო გადმოვრდი სეულში. სკოლის ბოლო ორი წელი აქ დავამთავრე, ასევე ინსტიტუტი. ჩემი ორიენტაციის გამო მშობლები და ჩემი ძმა აღარ მეკონტაქტებიან, უკვე შვიდი წელია თუ მეტი არა
-ვწუხვარ

ჯიმინმა თავი დაუქნია და ოდნავ გაიღიმა
-კიდევ გინდა რამის ცოდნა

ჯონკუკს იუნგიზე აინტერესებდა, ვინ იყო და რა ურთიერთობა ქონდა ჯიმინთან. მაგრამ თეჰიონმა უთხრა რომ ჯიმინი ამაზე მაშინ დაელაპარაკებიდა როცა მზად იქნებიდა.

დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ ჯიმინმა თვითონ ჰკითხა
-გაინტერესებს ვინ არის იუნგი ხო?
ჯონკუკმა თავი დაუქნია
-მაინტერესებს მაგრამ თუ არ გინდა ამაზე ლაპარაკი შეგიძლია არ მითხრა. თეჰიონმა მითხრა რომ ეს შენი პირადია
-ის ჩემი შეყვარებული იყო
-იყო?
-სამი წლის უკან გარდაიცვალა

ჯიმინი ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა და მშვიდად ესაუბრა
-სკოლიდან ვმეგობრობდით მერე გადავწყვიტეთ ერთად ვყოფილიყავით. ოთხი წელი ერთად ვცხოვრობდით
-ვწუხვარ
ჯიმინმა სწრაფად მოიშორა ცრემლები
-მაპატიე იმ ღამეს რაც მოხდა უბრალოდ ეს ჩემთვის ძალიან რთულია, რთულია მის გარეშე ცხოვრება. ვცდილობ უკვე სამი წელია მის გარეშე ყოფნას მივეჩვიო მაგრამ მაინც არ გამომდის. იმ ღამეს საკუთარ თავზე გავბრაზდი შენ არაფერ შუაში იყავი
-როგორ გარდაიცვალა?
-ავარიაში მოყვა, გვეგონა გადარჩებოდა მაგრამ ტვინი შეუშუპდა თუ რაღაც და ვეღარ გადაარჩინეს
ჯიმინმა ცრემლები ვეღარ შეიკავა

✨Where stories live. Discover now