1. რას იზამდი თუ ერთი დღე უხილავი ხარ ?
- უხილავობა პატარაობიდან მინდა, ყველაფერი ახლის მიმართ შიში მაქვს, მაგრამ არასდროს მიფიქრია რას ვიზმადი, თუ უხილავი ვიქნებოდი. ალბათ... უბრალოდ ვიცხოვრებდი, არც აქამდე ვყოფილვარ დიდად შესამჩნევი, ერთი დღე უხილავი ჩვეულებრივად ვიქნებოდი.
2. ჯგუფში ვინ არის ის ადამიანი, რომლის პოსტებიც შენში ინტერესს იწვევს ?
- ნებისმიერიის! სერიოზულად ვამბობ, აქამდე ამდენი ადამიანის აზრით არც კი დავინტერესებულვარ. რაც ამ ჯგუფში ვარ, ყველას პოსტში არსებულს ვხედავ და მესმის. ისე მაინც გამოვარჩევდი სირენაიზს და ნინუცის. მითუმეტეს რომ მათ კარგად არ ვიცნობ, ჩემი მისაბაძი ადამიანები გახდნენ ჩვეულებრივად, არ ვიცი, ამ ორის აზრი ყოველთვის ყველაზე წინ დგას ჩემთვის.
3. წერა თუ კითხვა ?
- ვერ ავარჩევ, წერასა და კითხვაზე მეტად მგონი არც არაფერი მიყვარს. კითხვისას იმ ემოციებს განვიცდი, რომლებსაც შეიძლება რეალირ ცხოვრებაში ვერ შევეჩეხო, წერისას ჩემს ემოციებს გადმოვცემ, რაც ბევრის საშუალებას არ მაძლევს ხშირ შემთხვევაში. ჩემი აზრით, თუ კითხულობ, წერასაც თავისით იწყებ. ამიტომ უფრო კითხვას მივანიჭებ უპირატესობას, მგონია, რომ არასდროს შევწყვიტავ ახალ-ახალი ამბების შესწავლას.
4. რა არის შენი ყველაზე დიდი სურვილი ?
- საუკეთესო მოსწავლე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სამედიცინოზე ჩაბარება ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, თანაც არ ვიცი, რამდენად გამომივა. მაგრამ თუ არ ვცდი, ვერც გავიგებ, ჰომ?
5. სად ხედავ შენს თავს ათი წლის შემდეგ ?
- სამედიცინოს სტუდენტად. ვიმედოვნებ, უბრალოდ სწავლაზე მექნება ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება სხვას, მინდა, რომ თავისუფალი და სხვებისგან დამოუკიდებელი ადამიანი ვიყო!